ტენდერის აღწერილობა: PFSG_T_0047_თბილისი_ტენდერი ზაფხულის სპეც.ტანსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის, სპეც.ფეხსაცმელის, შემდუღებლის სამუშაო ფორმის, საწვიმარის და ამრეკლი ღვედის შესყიდვა
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ზაფხულის სპეც. ტანსაცმელის, სპეც.ფეხსაცმელის, უსაფრთხოების ჩაფხუტის, შემდუღებლის სამუშაო ფორმის, საწვიმარის და ამრეკლი ღვედის შესყიდვაზე.
გამოცხადების თარიღი: 02.04.26
მონაცემები / მახასიათებლები:
- ნავთობ-ტერმინალზე მომუშავე პერსონალისათვის:
- ზაფხულის ბრენდირებული სპეც. ტანსაცმელი (ზედა-ქვედა კომპლექტი) ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტომასალის მიხედვით – 65 კომპლექტი;
- უსაფრთხოების ჩაფხუტები – 65 ცალი
- ნავთობ-ტერმინალზე მომუშავე ლაბორატორიის და დასუფთავების პერსონალისთვის:
- ზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის,ფოტომასალის მიხედვით – 4 ცალი;
- ბრენდირებული პოლო-მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის, ფოტომასალის მიხედვით – 140 ცალი;
- სპეც. ფეხსაცმელი (ზაფხულის) ნავთობ-გამძლე, ცხვირი რკინის დამცავის გარეშე, ტექნიკური დახასიათების (EN ISO 20347 (01 SRC), EN 61340-5-1) და ფოტო-მასალის მიხედვით – 65 ცალი;
- შემდუღებლის სამუშაო ფორმა (ცეცხლგამძლე სამუშაო ტანსაცმელი – ზედა-ქვედა კომპლექტი) – 1 ცალი
- საწვიმარი ლაბადა (წყალ-გაუმტარი, კაპიშონით, ელვა შესაკრავით, განიავებადი ზურგის და მკლავის არეში, მაჯაზე საქარე ჩამკეტებით, ფერი – ნარინჯისფერი)
- ამრეკლი ღვედი – 65 ცალი
ქსოვილის შემადგენლობა:
- ანტისტატიკური, თერმო და ხანძარ-მედეგი, ბამბა, ნავთობ-გამძლე, მაღალი ხილვადობის ამრეკლებით (ბრენდირებით).
შენიშვნა:
- რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას;
- დამკვეთის მიერ 6 თვის ვადაში ნებისმიერი რაოდენობით დამატებითი დაკვეთის განხორციელების შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოწოდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებითა და პირობებით.
ლოკაცია: ქ. თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: 1 (ერთი) კალენდარული თვე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60%, დარჩენილი 40% – სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში).
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 17.04.2026.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან
- შემოთავაზებული მასალების ნიმუშები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ირაკლი მამალაძე / მობ: +995 971 995 005; ელ.ფოსტა: i.mamaladze@gulfaviation.ge
ბესიკ ებანოიძე / მობ: +995 599 119 893; ელ.ფოსტა: b.ebanoidze@gulfaviation.ge
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული – ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
დართულ ფაილებში იხილეთ:
- სპეც.ტანსაცმელის ფოტოები
- სპეც.ფეხსაცმელის ფოტოები






ENG
GEO
RUS