დასახელება: თბილისი_საწვავგამმართველის მძღოლ-ტექნიკოსი_038
გამოცხადების თარიღი: 19.07.26 / ბოლო ვადა: 31.08.26
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროდრომი, აღმოსავლეთ საქართველო_ნატახტარი, ყვარელი, ბორჯომი და ა.შ
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად
- ცვლის გადაბარება: მანქანების ტექ. მდგომარეობის გარკვევა, საავიაციო საწვავის მიღება-გაცემის კონტროლი, მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება (გამცემი მრიცხველის მონაცემების ამოწერა), მუშა რეზერვუარებისა და სამუშაო ნაშთების გარკვევა
- მანქანების და ტერმინალის ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები, dP მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. გამოვლენილი დაზიანების, შეუსაბამობის აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში
- საავიაციო საწვავის ჰიდრანტის სისტემის გამართულობაში და მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღება
- დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
- საწვავგამმართველების-ჰიდრანტის დისპენსერების (ჰიდრანტის დისპენსერების/საწვავგამმართველის) და ტერმინალის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა. რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის/საწვავგამმართველის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და СE კატეგორიები)
- მოქმედი ADR სერტიფიკატი (სასურველია)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წელიანი გამოცდილება
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
- ავარიების გარეშე მართვის ისტორია (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
- ტექნიკურად გამრთულ ავტოპარკს
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS