ტენდერის აღწერილობა: PFSG-0048_ტენდერი_თბილისი_სპეცტექნიკა_საწვავგამმართველის ცისტერნაზე/ავზზე ულტრაიისფერი (UV) ბეჭდვა, არაკალის ფირის გადაკვრა/ბრენდირება
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”- აცხადებს ტენდერს: PFSG_0048 _ტენდერი_თბილისი_სპეცტექნიკა_საწვავგამმართველის ცისტერნაზე/ავზზე ულტრაიისფერი (UV) ბეჭდვა, არაკალის ფირის გადაკვრა/ბრენდირებაზე
გამოცხადების თარიღი: 25.05.26
დავალება/აღწერილობა:
1 ცალი – 25,000 ლიტრის ტევადობის (1 ცისტერნა) საავიაციო საწვავგამმართველზე ფირის გადაკვრა/ბრენდირება
- წინასწარი დათვალიერება, დეფექტების შეფასება
- ვიზუალური დეფექტების აღმოფხვრა, პირვანდელი ზედაპირის ფორმის აღდგენა
- გარეცხვა, გაშრობა, ჟანგის მოცილება და დასუფთავება
- დაგრუნტვა, გაშრობა, ფირის გადაკვრა, ბრენდირება
მონაცემები, მახასიათებლები:
- სიგრძე: 10.2 მ (კაბინიანად)
- სიგრძე: ცისტერნა 6 მ.
- სიგანე: 2.7 მ.
- სიმაღლე 2.7 მ.
- მოცულობა: 25,000 ლ.
- ტევადობა: ტრანსპორტირების მასალის მიხედვით (ჩვეულებრივ – 20,000 მ.ტ.)
- მწარმოებელი: მერსედესი
- მოდელი: ATEGO 2730/48
- ფერი: თეთრი
მდებარეობა: თბილისი
შესრულების/მოწოდების ვადა: არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად. (სტანდარტული: ავანსი 60% – დარჩენილი 40% სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში)
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 08.06.2026
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
- შესაბამისობის სერთიფიკატები და სხვა ტექ.დოკუმენტაცია რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების შესაბამისობას მოთხოვნილ ტექ.პარამეტრებთან
- შემოთავაზებული საღევაბავების MSDS-ი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204; ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
გიორგი გვენცაძე
მობ: 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
ბრენდირებასთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებული სახელმძღვანელო.


ENG
GEO
RUS