გამოცხადების თარიღი: 24.08.26 / ბოლო ვადა: 30.11.26
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე
სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- თბილისის საავიაციო ტერმინალზე სარკინიგზო/საავტომობილო ჩიხებში/სადგურებში ვაგონცისტერნების/ავტოცისტერნების, სსმ (საწვავ-საცხები მასალების) სპეც. სითხეების, პროდუქტის მიღება, აზომვა, დაცლა/დატვირთვის და შენახვა გადატუმბვის პროცედურების შესრულება (უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის ზედამხედველობით დამღების/ლუქების ინდეტიფიცირება-შედარება და პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი სიმაღლეების შედარება შესაბამის დოკუმენტაციასთან).
- უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით რკინიგზით, საავტომობილო გზით შემოსული საავიაციო საწვავის რეზერვუარებში გადანაწილება და კონტროლი.
- უფროსი ოპერატორთან ერთად ყოველდღიურად, ყოველი სარკინიგზო თუ საავტომობილო ვაგონცისტერნებით საავიაციო პროდუქტის მიღების შემდეგ განახორციელოს გაზომილი სსმ (საწვავ-საცხები მასალების) და სპეცსითხეების დონის გადაანგარიშება შესაბამისი კალიბრირების ცხრილის მიხედვით.
- ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მოვლა-პატრონობა, რუტინული შემოწმება, გაუმართაობის შემთხვაში ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
- ობიექტზე წერიგის და სისუფთავის დაცვა.
- უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსთან მითითებით მიიღოს მონაწილება სსმ მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში და ინვეტარიზაციაში.
- გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტების და ინვენტარის სუფთად და სათანადოდ მოვლა/შენახვა.
- ბაზის მატერიალური ფასეულობის მოვლა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
- მუდმივად აიმაღლოს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგია.
- უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსთან, ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებული
- ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაოების უნარი
- შესაბამის სამსახურში მუშაოების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი ან საშუალო განათლება
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს! შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS