PFSG-T-0058 – თბილისი, საავტომობილო ფლოტი – პიკაპის ტიპის ავტომობილი

ტენდერის აღწერილობა:  PFSG-T-0058 – თბილისი, საავტომობილო ფლოტი – პიკაპის ტიპის ავტომობილი

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია”  PFSG-T-0058 – თბილისი, საავტომობილო ფლოტი აცხადებს ტენდერს პიკაპის ტიპის ავტომობილის შესყიდვაზე

გამოცხადების თარიღი: 02.10.26

პროექტის მონაცემები, მახასიათებლები: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტი, პიკაპის ტიპის ავტომობილი

ტექნიკური დავალება:  

  • შესყიდვის ობიექტი: პიკაპის ტიპის ავტომანქანა (Pick -Up)
  • რაოდენობა: 1 (ერთი) ერთეული
  • გამოშვების წელი: არანაკლებ 2020 წელი (ან უფრო ახალი)
  • მდგომარეობა: განიხილება როგორც ახალი, ასევე მოერადი (ექსპლუატაციაში ნამყოფი) ავტომანქანა

მონაცემები, მახასიათებლები:  

  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური (მოთხოვნა ვრცელდება როგორც ახალ, ასევე მეორად მოდელებზე)
  • გარბენი (მეორადი ავტომობილის შემთხვევაში): არაუმეტეს 50,000 კმ.
  • საჭე: მარცხენა (ქარხნული)
  • ტექნიკური გამართულობა: ავტომანქანა უნდა იყოს მუშა და გამართულ მდგომარეობაში, ვიზუალური და დეფექტური ნაკლოვანებების გარეშე, არ უნდა იყოს ნაავარიები, ჩაძირული ან აღდგენილი.
  • შემოწმება: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ მეორად ავტომანქანას ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველის მოთხოვნით ჩაუტარდება ტექნიკური ინსპექტირება ავტორიზებულ სერვის-ცენტრში. ინსპექტირების ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი.

მდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

შესრულების/მოწოდების ვადა:  5 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.

ანაზღაურება: თანხის სრული გადახდა (100%) ან ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდება ხელშეკრულება და პარალელურად დადასტურდება, რომ მანქანა არის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 16.10.2026

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204

ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge +995 571 995 005

გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge  +995 599 530 043

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;