ტენდერის აღწერილობა: PFSG-T-0062 – მიწისზედა ვერტიკალური, ცილინდრული რეზერვუარის ძირებისა და ბეტონის სარტყელის შეპირაპირების ადგილების დამუშავება (ჰერმეტიზაციისა და კოროზიისგან დაცვისთვის) .
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს – PFSG-T-0062 – მიწისზედა ვერტიკალური, ცილინდრული რეზერვუარის ძირებისა და ბეტონის სარტყელის შეპირაპირების ადგილების დამუშავებაზე.
გამოცხადების თარიღი: 05.11.26
პროექტის მონაცემები, მახასიათებლები: ქ.ბათუმი, საერთ. აეროპორტის ტერიტორია.
ტექნიკური დავალება: მიწისზედა ვერტიკალური, ცილინდრული რეზერვუარის ძირებისა და ბეტონის სარტყელის შეპირაპირების ადგილების დამუშავება, რეზერვუარების ძირის ფურცლების ფარული კოროზიის რისკების შესამცირებლად.
აღწერა:
- 100მ3-150მ3-იანი მოცულობის მიწისზედა ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარი – რაოდენობა 4 ც.
- კედლის შიდა დიამეტრი (მმ): 5910
- კედლის სიმაღლე (მმ): 3500
- პროდუქტის სახეობა: საავიაციო საწვავი JET A1
- ლითონის ფურცლის სისქე (მმ): 5
- სარტყელების რაოდენობა, ცალ: 3
- კოჭების რაოდენობა, ცალი: 6
- მთლიანი წონა: 6.0 ტ.
- შესაღები ფართი: 100 მ² მდე
ჩასატარებელი სამუშაოები:
ზედაპირის დამუშავება
- მეტალის ზედაპირის დამუშავება – ლითონის ძირი (ქვედა სარტყელი) უნდა გაიწმინდოს კოროზიისგან, ძველი საღებავისგან ISO 8501-1 Sa 2.5 (საფანტნაკადური/ქვიშანაკადური გაწმენდა) ან მინიმუმ St 3 დონემდე (მექანიკური გაწმენდა). გაწმენდის შემდეგ ზედაპირი უნდა გაუცხიმდეს.
- ბეტონის ზედაპირის დამუშავება – ბეტონის სარტყელი: უნდა მოიხსნას დაზიანებული, ფხვიერი ფენები. ბეტონი უნდა გაიწმინდოს ზეთებისგან, ჭუჭყისა და ხავსისგან (ჰიდროჭავლური ან მექანიკური მეთოდით). ბეტონის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4-5%-ს (თუ არ გამოიყენება სპეციალური ნესტიანი ბეტონის პრაიმერი).
- ზედაპირის გასუფთავება ქვიშის მინარევებისაგან და შემდეგ გამხსნელით მოწმენდა.
- შეღებვა: მასალა უნდა ხასიათდებოდეს მაღალი ელასტიურობით (300%-ზე მეტი დაგრძელება), შესანიშნავი ადჰეზიით, როგორც ლითონთან, ისე ბეტონთან და ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მდგრადობით
- პოლიურეას (Polyurea) სისტემები: სწრაფად შრობადი, უნდა ქონდეს უმაღლესი მექანიკური მედეგობა და ელასტიურობა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ მაღალი წნევის აპარატურას შესასხურებლად.
- სპეციალური პრაიმერები (გრუნტები): აუცილებელია ცალ-ცალკე ლითონისთვის (ანტიკოროზიული) და ბეტონისთვის (ღრმა შეღწევადობის, ტენიანობის ბარიერით).
სამუშაოების შესრულების ტექნოლოგიური პროცესი:
- პრაიმირება (დაგრუნტვა):
- ბეტონის ზედაპირზე დაიტანება ეპოქსიდური ან პოლიურეთანის პრაიმერი ფორების დასახშობად და ადჰეზიის გასაძლიერებლად.
- ლითონის ზედაპირზე დაიტანება ანტიკოროზიული პრაიმერი (ხშირად თუთიაშემცველი).
- ტექნოლოგიური ნაკერის (Transition Zone) ფორმირება:
- ლითონისა და ბეტონის შეერთების კუთხეში (სადაც წყალი გროვდება) იქმნება დამუშავება. ამისთვის გამოიყენება სპეციალური მყარი პოლიურეთანის ჰერმეტიკი ან ეპოქსიდური დუღაბი, რათა კუთხე გახდეს მომრგვალებული (45 გრადუსით) და მასალამ არ განიცადოს გადატეხვა.
- არმირება (საჭიროების შემთხვევაში):
- კრიტიკულ, მოძრავ წერტილებში პოლიურეთანის პირველ, თხევად ფენაში ჩაიფინება სპეციალური გეოტექსტილის ან მინაბოჭკოვანი ბადის (წებოვანი ლენტის) ზოლი, რაც კონსტრუქციას დამატებით მედეგობას სძენს გაგლეჯვაზე.
- ძირითადი პოლიურეთანის ფენის დატანა:
- დაიტანება თხევადი პოლიურეთანის მემბრანა 2-3 ფენად (ფუნჯით, ლილვაკით ან უჰაერო შესხურებით).
- მემბრანამ უნდა დაფაროს ლითონის ვერტიკალური ნაწილი (დაახლოებით 15-20 სმ სიმაღლეზე) და გადავიდეს ბეტონის სარტყელზე (ასევე 15-20 სმ სიგანეზე), რათა შეიქმნას ერთიანი “წინსაფარი”/დაცვა.
- საბოლოო მშრალი ფენის სისქე უნდა იყოს მინიმუმ 1.5 – 2 მმ.
- დამცავი საფარი, ტოპ-კოუტი (Top Coat):
- ვინაიდან რეზერვუარი ღია ცის ქვეშაა, პოლიურეთანის დასაცავად აუცილებელია ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მდგრადი ალიფატური პოლიურეთანის საღებავის გადასმა.
მდებარეობა: ქ.ბათუმი, საერთ. აეროპორტის ტერიტორია.
შესრულების/მოწოდების ვადა: 15 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსი 60%, დარჩენილი 40% – შესრულებიდან 5 დღის ვადაში.
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 23.11.2026
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge – +995 571 995 005
გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge – +995 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ENG
GEO
RUS