საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად 3,654,063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს. პირველი 6 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,358,937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 833,512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით…
2024 წლის შეჯამება
12.02.2025 – 2024 წლის შეჯამება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 7,450,652 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის და წინა წელთან მიმართებაში 24%-იანი ზრდაა. 2024 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4,750,425 მგზავრს, რაც 2023 წელთან შედარებით 29% ზრდას წარმოადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი იქნა…
JIG-ის რეგულაციების მიხედვით, საოპერაციო და ტექნიკურ თანამშრომლებს განმეორებით ჩაუტარდათ 3 დღიანი (17-19.12.2024) გადამზადებითი ტრეინინგი
გალფ ავიაციის საოპერაციო და ტექნიკური თანამშრომლებისათვის ჩატარდა პროფესიული უნარების ასამაღლებელი ტექნიკური სწავლება JIG-ის რეგულაციების მიხედვით. სამდღიან ტრეინინგს უძღვებოდა JIG-ის სერტიფიცირებული ინსპექტორი. სწავლება მოიცავდა უსაფრთხოების და შრომის დაცვას (უშდ), გარემოს, საწვავის ხარისხის კონტროლს და საწვავის ექსპლუატაციას. ტრეინინგზე მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: ფოტო გალერეა:
ქ. ბათუმში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ავიალაინერების საწვავით გასამართი სადგურის მშენებლობა დასრულდა
ქ. ბათუმში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ჩვენმა კომპანიამ სექტემბრიდან ოფიციალურად გახსნა ახალი ავიალაინერების საწვავით გასამართი სადგური. აღნიშნული ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2023 წლის ნოემბერში და 9 თვეში დასრულდა. გეგმარებითი-ფუნციური თვალსაზრისით საჰაერო ხომალდების საწვავით მოსამარაგებელი სადგური, რომელიც ამავდროულად ავიასაწვავის საწყობის ფუნქციასაც შეასრულებს, წარმოადგენს საავიაციო საწვავის ავტოცისტერნებით მიმღებ, შემნახველ და საწვავგამმართველებში გამცემ ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია ავიალაინერების…
16.10.2024– მგზავრთა ნაკადის ზრდა, 2024 წლის 9 თვის შეჯამება
2024 წლის 9 თვეში მგზავრთნაკადი 26%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის პერიოდში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 5,686,748 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს. 2024 წლის პირველ 9 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3,622,830 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ს შეადგენს….
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – ავიალაინერების საწვავგასამართი სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
მოგეხსენებათ შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ მთავარი საქმიანობაა საავიაციო საწვავის იმპორტი და ავიაკომპანიების, სახელმწიფო უწყებების საწვავით მომსახურება. ამ მიზნით, ჩვენი ბაზები საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას და გაცემას. გასულ წლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებისა და გაზრდილი მოთხოვნების პარალელურად, შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“-ს (ბრენდული დასახელება გალფ ავიაცია) მიერ დაიგეგმა ახალი პროექტის…
მგზავრთნაკადის ზრდა, 2024 წლის 6 თვის შეჯამება
01.08.2024 – მგზავრთნაკადის ზრდა, 2024 წლის 6 თვის შეჯამება 2024 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3,220,599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ მგზავრთა რაოდენობას. 2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,124,599…
საწვავგამმართველების/საწვავმზიდების რეზერვუარების გადავსების პრევენცია და დამიწების კონტროლი
ჩვენი კომპანია მუშაობს, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო სტანდარტებით, ევროპული, ამერიკული და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, სადაც მუდმივად ვეცნობით და ვვითარდებით ახალი ტექნოლოგიებით. ამჯერად თბილისის საავიაციო საწვავის გამცემი სადგური აღიჭურვა საწვავგამმართველების რეზერვუარების გადავსების პრევენციის და დამიწების კონტროლერით, რომელიც აკონტროლებს თხევადი საწვავის ქვემოდან დატვირთვას და საავიაციო საწვავის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგიაა მსოფლიოში (TIMM Trusted…
ახალი საწვავის ტანკერი/საწვავგამმართველი
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს ავტოპარკისგანახლებას, რათა აეროპორტებში კომპანიის მომსახურება და საქმიანობა ყველამიმართულებით გაუმჯობესდეს. სტანდარტიზაციის პრინციპით კომპანიის შეემატაახალი საწვავგამმართველი, რომელიც ისევე როგორც გასულ წლებში შეძენილისაწვავგამმართველები ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად სპეც. შეკვეთით დაამზადა ამსფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკულმა კომპანიამ „Proflo Industries LLC” („ProfloIndustries LLC” არის მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ჯგუფის PrimeFlight Aviation Servicesშვილობილო კომპანია. 2024 წლის თებერვლიდან…
16.04.2024 -2024 წლის პირველი კვარტლის შეჯამება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1,415,188 მგზავრს მოემსახურა, რაც 35%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით 913,882 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 28%-ია. რაც შეეხება ფრენებს, აეროპორტმა შეასრულა 4,440 საერთაშორისო რეისი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 398,015 მგზავრი იქნა გადაყვანილი და…
ერთიანი ინსპექტირების ჯგუფის (JIG-ის) წევრობის განახლებული სერტიფიკატი
2024 წლის თებერვალში გალფ ავიაციამ მიიღო ერთიანი ინსპექტირების ჯგუფის (JIG-ის) წევრობის განახლებული სერტიფიკატი. ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი (JIG) არის გლობალური ორგანიზაცია რომელიც ახდენს საავიაციო საწვავის სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას მსოფლიო მასშტაბით. მისი სამუშაო სფერო მოიცავს საავიაციო საწვავის მიწოდების მთელ სპექსტრს დაწყებული გადამამუშავებელი ქარხნიდან და დამთავრებული საავიაციო საწვავის თვითმფრინავის ფრთაში მიწოდებით. JIG-ის საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს 100-ზე მეტი…
2023 წლის შეჯამება
24.01.2024 – 2023 წლის შეჯამება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6,013,995 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 36%-იანი ზრდაა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს ჯამურად მოემსახურა 3,694,052 მგზავრს, რაც 2022 წელთან შედარებით 23%-ით მეტია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ…
დასრულდა საავიაციო საწვავის ოპერირების და HSSE სწავლება JIG-ისუახლესი რეგულაციების მიხედვით
თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით, ჩვენმა კომპანიამ გამოცდილიუცხოელი ტრენერის და JIG-ის სერტიფიცირებული ინსპექტორის ხელმძღვანელობითუზრუნველყო ტექნიკური პერსონალისათვის JIG-ის უახლესი რეგულაციების მიხედვით,96 საათიანი საავიაციო საწვავის ოპერირების და HSSE სწავლების ჩატარება.სწავლება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სწავლება მიმდინარეობდა 2023 წლის 6 – 18 ნოემბერს, თბილისში და უძღვებოდა JIG-ისინსპექტორი, საავიაციო საწვავის ოპერირების ტრენერი, SMS ექსპერტი და IATA-ს ყოფილიხარისხის კონტროლის (IFQP) ინსპექტორი ბატონი…
2023 წლის 9 თვის შეჯამება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2023 წლის 9 თვის პერიოდში საქართველოს საერთრაშორისოაეროპორტები ჯამში მოემსახურა 4,505,803 მგზავრს, რაც 38%-ით აღემატება 2022 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს. 9 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 2,764,471 მგზავრს, რაც 2022 წლის იგივე პერიოდთანმიმართებაში 27%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი იქნა 525,130 მგზავრი, ესკი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში…
სამაშველო ოპერაცია ჩხოროწყუში
02.11.2023 ჩვენი ტექნიკური გუნდი ეხმარებოდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურს ოპერირებაში და ჩხოროწყუში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.
კათოდური დაცვის დამატებითი სამუშაოები ჰიდრანტის სისტემის კოროზიისგან დასაცავად
კათოდური დაცვა არის სისტემის ტექნოლოგიური ნაწილი, რომელსაც კომპანია იყენებს ჰიდრანტის მილსადენების ქსელის უსაფრთხოების და მთლიანობის უზრუნველსაყოფად. მილსადენები დაცულია ელექტროქიმიური უჯრედის კათოდში. კათოდური დაცვის სისტემა არ მოქმედებს მიმდებარე შენობებზე, ღობეებსა ან სხვა ნაგებობებზე და არ არის საშიში ადამიანებისა და ცხოველებისათვის. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენმა კომპანიამ უცხოელი კოლეგების დახმარებით განაახლა და დამატებით განათავსა კათოდური დაცვის წერტილები სხვადასხვა…
სამაშველო ოპერაცია საირმეში
06.09.2023 ჩვენი ტექნიკური გუნდი ეხმარებოდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურს ოპერირებაში და საირმეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.
ახალი საწვავგამმართველი
გალფ ავიაციის სატრანსპორტო საშუალებებს შეემატა კიდევ ერთი თანამედროვე სპეც. მანქანა – საწვავგამმართველი, რომელიც აწყობილია უახლესი საავიაციო სტანდარტების გათვალისწინებით. ავზის მოცულობა შეადგენს 13,500 ლიტრს. გამოყენების სფერო – საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვა.
2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება
17.08.2023 – 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება 2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა. კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს საერთრაშორისო აეროპორტები მოემსახურა 2,470,005 მგზავრს, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს და უტოლდება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ციფრებს. ნახევარი წლის…
სამაშველო ოპარაცია შოვში
გლოვას ვუცხადებთ შოვში დამანგრეველი მეწყერის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ყველა დაზარალებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.. ჩვენი გუნდი ტრაგედიის ადგილზეა და სახელმწიფო სამაშველო სამსახურს ოპერირებაში ეხმარება.
ახალი ნახევრადმისაბმელი მანქანა
პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნდან გამომდინარე, ამ ზაფხულს ჩვენი საწვავის სატვირთო მანქანების პარკი განახლდა სრულიად ახალი ნახევრადმისაბმელით, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა ამ სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა თურქულმა კომპანიამ – ÖZTAŞ TRAILER TANKERS TURKEY. ნახევრად მისაბმელი აღჭურვილია 34000 ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის ავზით. მომსახურების სფერო – საავიაციო საწვავის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის დასავლეთის აეროპორტებში.