კომპანიის ახალი შენაძენი

  • კომპანიამ უსაფრთხოების და ხარისხის კონტროლის მხრივ  განაახლა  ლაბორატორიული ინსტრუმენტები, კერძოდ შეიძინა უახლესი საწვავის ელექტრო გამტარიანობის საზომი მოწყობილობა, რომელიც წარმოებულია ბრიტანული კომპანია STANHOPE-SETA-ს მიერ (მოდელი 99580-0). აღნიშნული კომპანია სპეციალიზირებულია ლაბორატორიული ტესტირების ინსტრუმენტების დიზაინსა და წარმოებაში ხარისხის  კონტროლის მექანიზმებისათვის.
  • SETA D2 მოწყობილობა აკმაყოფილებს ASTM D2624/IP 274 -ის მოთხოვნებს უზრუნველყოს მზა საწვავების ზუსტი და სწრაფი გამტარიანობის გაზომვა და სპეციალურად შექმნილია დაბალი გამტარიანობის საწვავის შესამოწმებლად, როგორიცაა საავიაციო ნავთი.
  • მოწყობილობის გამტარობის სენსორი საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ნიმუშები ნებისმიერ კონტეინერში, შუშის ქილაში, მობილურ მოწყობილობაში, გვთავაზობს ზუსტ პორტატულ გადაწყვეტას საავიაციო საწვავის/ნავთის გასაზომად საველე პირობებში თუ ლაბორატორიაში.
  • აღნიშნული მოწყობილობა საშუალებას იძლევა ნიმუშები შემოწმდეს საწვავის დაწდომის გარეშე. მასზე ასევე არ მოქმედებს დრიფტი, რაც იწვევს ცდომილების ნაკლებ შესაძლებლობას.
  • კალიბრაცია და მოწყობილობის გადამოწმება სწრაფი და მარტივი შესასრულებელია IRD მონაცემთა ბმულით, არ არის საჭირო მოწყობილობის გახსნა.