სამაშველო ოპერაცია ჩხოროწყუში

02.11.2023 ჩვენი ტექნიკური გუნდი ეხმარებოდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურს ოპერირებაში და ჩხოროწყუში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.

კათოდური დაცვის დამატებითი სამუშაოები ჰიდრანტის სისტემის კოროზიისგან დასაცავად

კათოდური დაცვა არის სისტემის ტექნოლოგიური ნაწილი, რომელსაც კომპანია იყენებს ჰიდრანტის მილსადენების ქსელის უსაფრთხოების და მთლიანობის უზრუნველსაყოფად. მილსადენები დაცულია ელექტროქიმიური უჯრედის კათოდში. კათოდური დაცვის სისტემა არ მოქმედებს მიმდებარე შენობებზე, ღობეებსა ან სხვა ნაგებობებზე და არ არის საშიში ადამიანებისა და ცხოველებისათვის. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენმა კომპანიამ უცხოელი კოლეგების დახმარებით განაახლა და დამატებით განათავსა კათოდური დაცვის წერტილები სხვადასხვა…

სამაშველო ოპერაცია საირმეში

06.09.2023 ჩვენი ტექნიკური გუნდი ეხმარებოდა სახელმწიფო სამაშველო სამსახურს ოპერირებაში და საირმეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში.

ახალი საწვავგამმართველი

გალფ ავიაციის სატრანსპორტო საშუალებებს შეემატა კიდევ ერთი თანამედროვე სპეც. მანქანა – საწვავგამმართველი, რომელიც აწყობილია უახლესი საავიაციო სტანდარტების გათვალისწინებით. ავზის მოცულობა შეადგენს 13,500 ლიტრს. გამოყენების სფერო – საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვა.

2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება

17.08.2023 – 2023 წლის პირველი და მეორე კვარტლის შეჯამება 2023 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი პანდემიამდელ ნიშნულს 100%-ით გაუთანაბრდა. კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს საერთრაშორისო აეროპორტები მოემსახურა 2,470,005 მგზავრს, რაც 45%-ით აღემატება 2022 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს და უტოლდება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის ციფრებს.   ნახევარი წლის…

ლაბორატორიის ხელახალი აკრედიტაცია

გალფ ავიაციის ლაბორატორიამ წელს წარმატებით გაიარა აკრედიტაციის პროცედურები და მიენიჭა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის სერტიფიკატი 5 წლიანი მოქმედების ვადით. Laboratory Certificate 2023-2027

2023 წლის პირველი კვარტლის შეჯამება

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1,046,558 მგზავრს მოემსახურა, რაც 50%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში ეს 3%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713,660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ…

ახალი საავიაციო საწვავ-გადამზიდავი

შპს „ პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ სატრანსპორტო საშუალებების – საწვავმზიდების პარკს შეემატა ახალი ნახევრად მისაბმელი, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა ამ სფეროს ერთ-ერთმა ლიდერმა  თურქულმა კომპანიამ Nursan. ნახევრად მისაბმელი აღჭურვლია 32000 ლიტრიანი ალუმინის ავზით. გამოყენების სფერო – საავიაციო საწვავის ტრანსპორტირება.

2022 წლის შეჯამება

2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4,411,733 მგზავრს მოემსახურა, რაც 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,998,785 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს ზრდაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის…

მგზავრთა ნაკადი – აგვისტო 2022

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 2,806,985 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი, რაც ანალოგიურ პერიდოთან მიმართებაში 103%-იანი ზრდა არის. ჯამურად აეროპორტთებშ განხორციელდა 2,498 საერთაშორისო რეისი, რომელიც აერთიანებს როგორც რეგულარულ რეისებს, ასევე ჩარტერებს. რეისების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით 70%-იანია, ხოლო საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით. კონკრეტულად თბილისის აეროპორტმა განახორციელა…

ნაყოფიერი ზაფხული და მგზავრთა ნაკადის მნიშნელოვანი ზრდა

2022 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში მოემსახურა 2,252,973 მგზავრს, რაც 128%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან მიმართებაში მგზავრთა ნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, კონკრეტულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 1,517,941 მგზავრს. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 122%-ს შეადგენს, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან მიმართებაში თბილისის საერთაშორისო…

მგზავრთა ნაკადი ივნისის თვეში, 2022

2022 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დარეგისტრირდა 1,709,625 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 190%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონკრეტულად ივნისში კი, აეროპორტებმა შეასრულეს 1,769 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაარეგისტრირეს 386,716 მგზავრი. რაც შეეხება შიდა ფრენებს, ივნისის თვეში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში დარეგისტრირდა 895 მგზავრი, ხოლო ბოლო 6 თვეში სულ…

მიმდინარე წლის მაისის თვის მგზავრთა დინამიკა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, 2022 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 1,322,909 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,695 რეისი. მგზავრების მხრივ, 2021 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით ეს არის 269%-იანი ზრდა. მგზავრთა ნაკადის ასეთი ზრდა ნიშანია იმისა, რომ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი…

„Gulf Aviation“-ს დაემატა ახალი ტანკერი 35მ3 ტევადობით

  შპს „Petrocas Fuel Services Georgia“-მ შეიძინა სრულიად ახალი და ულტრათანამედროვე საწვავგამმართველი, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა ამ სფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკულმა კომპანიამ “ProFlo Industries LLC” (შედის მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ჯგუფში PrimeFlight Aviation Services). ProFlo Industries აწვდის მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებსა და სერვის კომპანიებს უახლესი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული საწვავის აღჭურვის მოწყობილობას, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება…

აპრილის თვის დინამიკა და I კვარტლის შეჯამება

2022 წლის აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 265,690 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,393 რეისი. მგზავრების მხრივ, 2021 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით ეს არის 155%-იანი ზრდა. ეს მონაცემები ნიშნავს, რომ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. ამას გარდა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის…

მარტის თვის სტატისტიკა და მზადება ზაფხულის სეზონისთვის

საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ  და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. 2022 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 255,130 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,541 რეისი. ამას გარდა, ჯამურად 2022 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 698,994 მგზავრს, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 570%-იანი ზრდაა….

მგზავრთა ნაკადი თებერვლის თვის მონაცემებით

2022 წლის თებერვლის თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად განხორციელდა 1,163 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაფიქსირდა 213,950 მგზავრი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 725%-იანი ზრდაა. ამას გარდა, ჯამურად 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 444,953 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით რეკორდული, 939%-იანი ზრდაა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის…

წლის პოზიტიური დასაწყისი

2022 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგით დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, იანვრის თვეში განხორციელდა 1,324 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაფიქსირდა 231,003 იზიტორი, რაც 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით 1,267%-იანი ზრდაა. ამას გარდა, 38%-ით არის აღდგენილი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი, რომელიც დაფიქსირებული იყო პანდემიამდე, 2019 წლის ამავე პერიოდში. ამას გარდა, არსებულ არა ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიებს…

მგზავრთა მიმოსვლის დინამიკა დეკემბრის თვეში და 2021 წლის შეჯამება

სამოქალაქო ავიაციის სფეროს მთავარ გამოწვევად კვლავ პანდემია რჩება, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით 2021 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აღნიშნულ წელს აფასებს როგორც პირველი პოზიტიური შედეგების მომტან წლად. 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდნენ: Eurowings, Bees Airline, FlyArystan, Air Arabia Abu Dhabi, Middle East Airlines, Air Manas. ჯამურად დაემატა 16 ახალი…

მგზავრთა მიმოსვლის დინამიკა 2021 წლის ნოემბრის მონაცემებით

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 227,967 მგზავრს და განახორციელა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,349 რეისი. ბოლო 11 თვის განმავლობაში (იანვარი-ნოემბერი) დაფიქსირდა 2,230,728 მგზავრი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 175% -იანი ზრდაა. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო Eurocontrol-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის…

მგზავრთა ნაკადი 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით ოქტომბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 280,026 მგზავრს და განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,602 რეისი. ბოლო 10 თვის განმავლობაში (იანვარი-ოქტომბერი) დაფიქსირდა 2,002,761 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141%-იანი ზრდაა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აქტიურად მიმდინარებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, საერთაშორისო რეისების განახლება და ახალი მიმართულებების დამატება, ფრენების…

მგზავრების რაოდენობა სექტემბრის თვის მონაცემებით

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობის შედეგია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად მგზავრთა რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება და თანდათან უბრუნდება ყველაზე აქტიურ, 2019 წლის ნიშნულს. იზრდება ასევე რეისების რაოდენობა და ფრენის სიხშირე. სექტემბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 327,004 მგზავრს და განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,732 რეისი. უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) დაფიქსირდა 1,714,735 მგზავრი, რაც…

აღდგენილი რეისები და მგზავრთა ზრდის დინამიკა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობს საჰაერო მიმოსვლის მაქსიმალურად აღდგენაზე. ამ მომენტისთვის, აღდგენილია მიმართულებების 96% (77), ქვეყნების 88% (29), ავიაკომპანიების 105% (39) და სიხშირის 88% (385-405). მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ფიქსირდება საჰაერო მიმოსვლის დინამიკის ზრდა და ეტაპობრივად უბრუნდება ყველაზე აქტიურ, 2019 წლის ნიშნულს. აგვისტოს თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 396,350 მგზავრს და განხორციელდა…

მგზავრების ნაკადის ზრდა და იმედის მომცემი 2021 წლის ზაფხული

საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ  და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 38 ავიაკომპანია უკვე აქტიურად ოპერირებს საქართველოში, რაც ნიშნავს 72 მიმართულებასა და 27 ქვეყანას. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფრენების 74% (კვირაში 375-395 სიხშირე) და მიმართულებების 72% უკვე აღდგენილია. რაც შეეხება სამგზავრო მიმოსვლას, ივლისში საქართველოს…

მგზავრების რაოდენობა, 2021 წლის I ნახევრის მონაცემები

საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და ივნისის თვეში უკვე აღადგინა მიმართულებების 53%. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ქვეყნის სანავიგაციო სივრცეს. ასევე, აღსდგა პანდემიამდე არსებული ფრენის სიხშირეების 57%. რეისების აღდგენამ ხელი შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის პირველი თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს აეროპორტები…

პოსტ-პანდემიური პერიოდი, გახსნილი საზღვრები და 2021 წლის მგზავრთა ნაკადი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა 2020 წლის მგზავრების რაოდენობაზე, რაც გამოხატული იყო წინა წელთან შედარებით მგზავრთა ნაკადის 6-ჯერ შემცირებაში, 2021 წელი ბევრად დამაიმედებელი გამოდგა. ყველა რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდა საზღვრების გახსნა და ეტაპობრივად რეისების აღდგენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. 2021 წელს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს…

COVID-19-ის გამო 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა ექვსჯერ შემცირდა

მსოფლიო პანდემიის გამო მოგზაურობის შეზღუდვამ და საზღვრების გლობალურად დაკეტვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს საავიაციო სამგზავრო მიმოსვლაზე. 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში საქართველოს აეროპორტებში  ყველა რეგულარული რეისი გაუქმდა და ზაფხულში ტურისტულმა სეზონმა საერთაშორისო ვიზიტორების გარეშე ჩაიარა. შემოდგომაზე დაიწყო ფრენების თანდათანობით აღდგენა, მაგრამ დაავადების მეორე ტალღამ ისევ ჩაშალა საქართველოს სათხილამურო კურორტების ზამთრის სეზონზე გახსნის გეგმები.  შედეგად, საქართველოში 2020…

მიმდინარე წლის იანვრის თვეში მგზავრთა ნაკადი ქვეყნის აეროპორტებში 3%-ით შემცირდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანახმად 2020 წლის იანვრის თვეში საქართველო მოემსახურა 314 ათას მგზავრს, რაც 3%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. კლება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისის აეროპოტში, ხოლო დანარჩენ აეროპორტებში კი პირიქით, მგზავრთა ნაკადის მატებაა. 2020 წლის იანვარში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 212 ათას მგზავრს, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. მიზეზი რუსეთთან საჰაერო რეისების შეზღუდვა და…

საავიაციო მგზავრთა საერთო რაოდენობამ 5.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით + 3%-ია და გაცილებით ნაკლები ვიდრე მოსალოდნელი იყო რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტები 2019 წელს 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის მონაცემებზე 3%-ით მეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქუთაისის აეროპორტში (+42%) რაც გამოწვეულია Wizz Air-ის ფრენების გაზრდით, მაშინ როდესაც თბილისის აეროპორტის მაჩვენებელი თითქმის გაუტოლდა 2018 წლის მონაცემებს, მიუხედავად პირდაპირი რეისების გაუქმებისა რუსეთის მიმართულებით, რომელიც ამოქმედდა ივლისში.  2019…

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ავიარეისების შეზღუდვის მიუხედავად, 2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა მგზავრთა ნაკადის 4-%-ანი ზრდა

ბოლო 11 თვის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო მგზავრების ახალი ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 8,6 მილიონი ვიზიტორი (7,2% ზრდა).  აქედან საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 4.9 მილიონს გადააჭარბა მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის განმავლობაში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 –2019 წლები, 11 თვე:  

2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში, მგზავრთა ნაკადმა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში 4-%-ანი ზრდა აჩვენა

მგზავრთა საერთო ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში გადააჭარბა 4.6 მილიონს და გაიზარდა 4%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, იანვარ-ოქტომბერთან, შედარებით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012–2019  10 თვე  

საწვავგამმართველების პარკის ზრდა

  2019 წლის ოქტომბრის თვეში გალფ ავიაციის სამანქანო პარკი გაიზარდა და მას შეემატა ახალი და თანამედროვე საწვავგამმართველი. ჩვენი სამანქანო პარკის გაფართოების პროგრამის ფარგლებში, 25000 ლიტრი ტევადობის მანქანა სპეციალური დაკვეთით დაამზადა ამერიკულმა კომპანიამ “ProFlo Industries LLC”. ახალი საწვავგამმართველი საშუალებას იძლევა დავაკმაყოფილოთ საავიაციო საწვავზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა ყველაზე მაღალი მოხმარების პერიოდებშიც კი. ახალი საწვავგამმართველი სრულად შეესაბამება IATA-ს…

2019 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 5.4%-იანი ზრდა აჩვენა

მგზავრთა საერთო ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში გადააჭარბა 4.1 მილიონ ადამიანს და გაიზარდა 5.4%-ით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 –2019  9 თვე  

2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 11-%-ანი შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს შედეგებმა 8-%-იანი ზრდა აჩვენეს

2019 წლის აგვისტოში, მგზავრთა საერთო ნაკადი საქართველოს აეროპორტებში შემცირდა 11%-ით, რაც იყო გამოწვეული რუსეთ-საქართველოს შორის ავია მიმოსვლის დროებითი აკრძალვით. თუმცა ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში მგზავრთა ნაკადმა 3.6 მილიონს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-%-ით გაიზარდა კიდეც. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 –2019  8 თვე მესტიისა და ამბროლაურის რეგიონული აეროპორტები,…

გალფ ავიაცია საქართველო – ტექნიკური აღჭურვილობის ლიდერი საქართველოში

თვითმფრინავების საავიაციო საწვავით მომსახურების კომპანიამ „გალფ ავიაცია“ შეიძინა უახლესი, პორტატული, სიმკვრივის ელექტრონული განმსაზღვრელი მოწყობილობა (დენსიტომეტრი), რომელიც წარმოებულია ავსტრიული კომპანია ANTON-PAAR GMBH-ის მიერ (მოდელი DMA 35). საავიაციო საწვავის ფაქტიური სიმკვრივის და ტემპერატურის გაზომვის ეს ინსტრუმენტი/ ტექნოლოგია საქართველოს აეროპორტებში პირველად გამოიყენება  და აკმაყოფილებს მსოფლიო საავიაციო საწვავის ინდუსტრიის თანამედროვე და უმაღლეს სტანდარტებს. DMA 35 დენსიტომეტრი დაკალიბრებულია ISO 17025…

მგზავრთა ნაკადმა საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის იანვარ-ივლისში ჯამურად 12%-ანი ზრდა აჩვენა

მგზავრთა საერთო ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში გადააჭარბა 3,0 მილიონ მგზავრს და, წინა წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2019 წწ, 7 თვე   2019 წლის 7 თვის განმავლობაში, მესტიისა და ამბროლაურის რეგიონალურმა აეროპორტებმა, საერთო ჯამში, მომსახურება 5,122 მგზავრს გაუწიეს.

2019 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში, ყველა საერთაშორისო აეროპორტმა საქართველოში აჩვენა 19%-ანი ზრდა

მგზავრთა საერთო ნაკადმა საქართველოს აეროპორტებში გადააჭარბა 1.9 მილიონს და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 19%-ით გაიზარდა. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2019  მაისი:   მესტიისა და ამბროლაურის რეგიონალურმა აეროპორტებმა 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საერთო ჯამში მომსახურება 2,708 მგზავრს გაუწიეს.

2019 წლის 1 კვარტალის განმავლობაში, მგზავრთა საერთო ნაკადი საქართველოს საერტაშორისო აეროპორტებში 21% გაიზარდა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2019 წლის პირველ კვარტალში, მგზავრთა ნაკადი გაიზარდა 21%-ით და მიაღწია 1.01 მილიონს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2.2019 წ.წ., 1 კვარტალი

Petrocas Fuel Services გახდა JIG ასოციაციის ასოცირებული წევრი

2019 წლიდან, კომპანია Petrocas Fuel Services, რომელიც საქართველოში Gulf Aviation Georgia-ს სახელით ოპერირებს, საერთაშორისო ორგანიზცია JIG-ის (Joint Inspection Group) ასოცირებული წევრი გახდა. ერთობლივი კონტროლის ჯგუფი (JIG) შეიქმნა 1970-ანების დასაწყისში და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციას საავიაციო საწვავის მიწოდების სტანდარტების განვითარებაში, რომელიც საავიაციო საწვავის მიწოდების მთლიან ჯაჭვს მოიცავს, ქარხნიდან მოყოლებული თვითმფრინავის ფრთამდე. მის სტანდარტებს მისდევს 100-ზე მეტი…

2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 25%-ით

2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა მომსახურება გაუწიეს 0,6 მილიონზე მეტ მგზავრს. ამგვარად, მგზვრთა ნაკადმა გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებელს 25%-ით, ხოლო 2017 წლის – 68% -ით, იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების შედარებისას. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2.2019 წწ მესტიისა და ამბროლაურის რეგიონალურმა აეროპორტებმა 2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ჯამში მიიღეს 894…

2019 წლის პირველი თვის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 25%-ით

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადმა 324,5 ათას მგზავრს მიაღწია და წინა წლის იანვრის მაჩვენებელს გადააჭარბა 25%-ით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 01.2019  წწ:

2018 წლის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 23,5%-ით

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადმა 2018 წელს მიაღწია  5.03 მილიონს, და 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23,55-ით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2018

2018 წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 23%-ით

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადმა მიაღწია 4.68 მილიონ ადამიანს და 2017 იანვარ-ნოემბრის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23%-ით. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2018 წლის 11 თვე:  

2018 წლის 10 თვის განმავლობაში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 23%-ით

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადმა მიაღწია 4.35 მილიონ ადამიანს და 2017 იანვარ-ოქტომბრის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23%-ით.

“გალფ ავიაცია” უკვე საქართველოშია

80 წლიანი ისტორიის და გამოცდილების მქონე ბრენდი – გალფ ავიაცია – ემსახურება თვითმფრინავებს ავიასაწვავით საქართველოს აეროპორტებში.

2018 წლის 9 თვის პერიოდში, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 3.9 მილიონზე მეტ მგზავრს

2018 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში, მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და მათმა რიცხვმა 3,92 მილიონს გადააჭარბა.

2018 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში გაიზარდა 25%-ით

2018 წლის პირველი 8 თვის პერიოდში საქართველოს აეროპორტები უკვე მოემსახურა 3.4 მილიონ მგზავრს.

2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 28%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში

2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 28%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში. 2018 წლის პირველი 7 თვის პერიოდში საქართველოს აეროპორტები უკვე მოემსახურა 2.7 მილიონ მგზავრს.