ვაკანსიის დასახელება: თბილისი_მექანიკოსი_041
გამოცხადების თარიღი: 14.08.26 / ბოლო ვადა: 30.09.26
ადგილმდებარეობა: გალფ ავიაციის თბილისის ტერმინალი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაო განრიგი: სამუშაო საათები: 10:00 დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
- სპეც.მანქანების: საწვავგამმართველების, ჰიდრანტის დისპენსერების, გადამზიდების დიაგნოსტიკა, რემონტი, ტექ.მდგომარეობის შემოწმება.
- სპეც.მანქანების: საწვავგამმართველების, ჰიდრანტის დისპენსერების, გადამზიდების რეგულარული პრევენციული მომსახურება და ინსპექცია ოპერაციული მზადყოფნის და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- ტერმინალის სატუმბო სადგურების ტუმბოების და სხვა ტექ. მოწყობილობების რეგულარული პრევენციული მომსახურება და ინსპექცია ოპერაციული გამართულობის და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- გამოვლენილი დეფექტების, შეუსაბამობების, გაუმართაოებებისა და უსაფრთხოების საფრთხეების შესახებ შესაბამისი რეპორტინგი.
- შესყიდვების სამსახურთან, ტექნიკურ, საოპერაციო, ტრანსპორტის სამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობა.
- დისციპლინარული ნორმების დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
- ტექ. მეურნეობაში სისუფთავის უზრუნველყოფა.
- კომპანიის კუთვნილი ა/ს მართვა დადგენილი მარშრუტით.
- გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- საწყობში ოპერატორად/სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წელიანი გამოცდილება
- B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS