დასახელება: საწვავმზიდის მძღოლ-ტექნიკოსი (B, C, E კატეგორია)
გამოცხადების თარიღი: 11.03.25 / ბოლო ვადა: 11.04.25
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 -18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შესაძლოა ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შვეულმფრენებისათვის და ავიახომალდებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
- ცვლის გადაბარება: მანქანების ტექ. მდგომარეობის გარკვევა, საავიაციო საწვავის მიღება-გაცემის კონტროლი, მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება (გამცემი მრიცხველის მონაცემების ჩანიშვნა), მუშა რეზერვუარების და სამუშაო ნაშთების გარკვევა.
- მანქანების და ტერმინალის ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები, მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. გამოვლენილი დაზიანების, შეუსაბამობის აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში.
- დისციპლინარული და წესრიგის ნორმების დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
- მანქანების (საწვავმზიდის/საწვავგამმართველის) და ტერმინალის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა. რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
- გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
- საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებსა და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.