დასახელება: თბილისი_საავიაციო საწვავის ტერმინალის ოპერატორი_037
გამოცხადების თარიღი: 02.04.26/ბოლო ვადა: 24.04.26
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე, 0158)
სამუშაო განრიგი/სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 სთ-მდე (ორშაბათი-პარასკევი).
ფუნქცია-მოვალეობები:
• თბილისის საავიაციო ტერმინალზე სარკინიგზო/საავტომობილო ჩიხებში/სადგურებში ვაგონ-ცისტერნების/ავტო-ცისტერნების, სსმ (საწვავ-საცხები მასალების) სპეც-სითხეების, პროდუქტის მიღება, აზომვა, დაცლა/დატვირთვის და შენახვა-გადატუმბვის პროცედურების შესრულება (უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის ზედამხედველობით დამღების/ლუქების ინდენტიფიცირება-შედარება და პროდუქტის რაოდენობის განმსაზღვრელი სიმაღლეების შედარება შესაბამის დოკუმენტაციასთან).
• უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით რკინიგზით, საავტომობილო გზით შემოსული საავიაციო საწვავის რეზერვუარებში გადანაწილება და კონტროლი.
• უფროს ოპერატორთან ერთად ყოველდღიურად, თითოეული სარკინიგზო თუ საავტომობილო ვაგონ-ცისტერნებით საავიაციო პროდუქტის მიღების შემდეგ განახორციელოს აზომილი სსმ (საწვავ-საცხები მასალების) და სპეც-სითხეების დონის დაანგარიშება შესაბამისი კალიბრირების ცხრილის მიხედვით.
• ობიექტებზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მოვლა-პატრონობა, რუტინული შემოწმება, გაუმართაობის შემთხვაში ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
• ობიექტზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
• უფროსი ოპერატორის, ბაზის უფროსის მითითებით, მიიღოს მონაწილება საწვავ-საცხები მასალების მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში და ინვენტარიზაციაში.
• გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტებისა და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად მოვლა/შენახვა.
• ბაზის მატერიალური ფასეულობების მოვლა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
• გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ისე კოლეგებთან მიმართებაში.
• შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა.
• მუდმივად აიმაღლოს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, დაეუფლოს შრომის ახალ მეთოდებს, აითვისოს ახალი მოწყობილობები და მათი ექსპლუატაცია, სრულყოს შრომის ტექნოლოგიები.
• უფროს ოპერატორთან, ბაზის უფროსთან, ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
• პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
• დაკვირვებული.
• ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული.
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
• გუნდური მუშაობის უნარი.
• შესაბამის სამსახურში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
• უმაღლესი ან საშუალო განათლება.
• საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
• B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა
ჩვენ გთავაზობთ:
• გრძელვადიან თანამშრომლობას
• საბონუსე სისტემას
• ჯანმრთელობის დაზღვევას
• კარიერული ზრდის პერსპექტივას
• სასწავლო პროგრამები და ტრეინინგები მუდმივი განვითარებისთვის
• უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემო
• ფიტპასით (Fitpass) სარგებლობა
ანაზღაურება:
• შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით.
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ
ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობაზე: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ENG
GEO
RUS