ერთიანი ინსპექტირების ჯგუფის (JIG-ის) წევრობის განახლებული სერტიფიკატი

2024 წლის თებერვალში გალფ ავიაციამ მიიღო ერთიანი ინსპექტირების ჯგუფის (JIG-ის) წევრობის განახლებული სერტიფიკატი.

ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი (JIG) არის გლობალური ორგანიზაცია რომელიც ახდენს საავიაციო საწვავის სტანდარტების შემუშავებას და დანერგვას მსოფლიო მასშტაბით. მისი სამუშაო სფერო მოიცავს საავიაციო საწვავის მიწოდების მთელ სპექსტრს დაწყებული გადამამუშავებელი ქარხნიდან და დამთავრებული საავიაციო საწვავის თვითმფრინავის ფრთაში მიწოდებით. JIG-ის საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს 100-ზე მეტი წევრი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომლებიც მუშაობენ 2500-ზე მეტ აეროპორტში და 100-ზე მეტ ქვეყანაში.

„გალფ ავიაცია“ არის ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფის (JIG) ასოცირებული წევრი 2019 წლიდან დღემდე და პირველი კომპანია კავკასიის რეგიონში, რომლის ოპერირების მთლიანი სპექტრი სრულ შესაბამისობაშია წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან.