PFSG-T-0057 – თბილისი საავიაციო საწვავის მიმღები სატუმბო სადგურის არატექნოლოგიური რკინის კონსტრუქციების (სახურავი და შემოღობვა) გახეხვა და შეღებვა(დასრულებულია)

ტენდერის აღწერილობა:  PFSG-T-0057 – თბილისი_საავიაციო საწვავის მიმღები სატუმბო სადგურის არატექნოლოგიური რკინის კონსტრუქციების (სახურავი და შემოღობვა) გახეხვა და შეღებვა.

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტერნდერს:  PFSG-T-0057  თბილისი, საავიაციო საწვავის მიმღები სატუმბო სადგურის არატექნოლოგიური რკინის კონსტრუქციების (სახურავი და შემოღობვა) გახეხვა და შეღებვაზე.

გამოცხადების თარიღი: 10.09.26

პროექტის მონაცემები, მახასიათებლები: 

ტექნიკური დავალება:  სამუშაო ხორციელდება საავიაციო საწვავის მიმღები სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე და მოიცავს მხოლოდ არატექნოლოგიურ ნაწილს. ტექნოლოგიური მილსადენები და ხაზები გამორიცხულია ამ ტენდერიდან. 

აღწერა: 

ობიექტი ა: სატუმბო სადგურის შენობის/ფანჩატურის რკინის სახურავი (კონსტრუქციული ელემენტები და გადახურვა).

ობიექტი ბ: ტერიტორიის ირგვლივ არსებული რკინის შემოღობვა (ბადეები, ბოძები, ჭიშკარი).

შესასრულებელი სამუშაოების ეტაპები:

ზედაპირის მომზადება (გახეხვა): ძველი, აცლილი საღებავის და ჟანგის მოცილება მექანიკური წესით (ლითონის ჯაგრისებით, ზუმფარით ან შესაბამისი აპარატურით) სუფთა მეტალის ზედაპირამდე.

ანტიკოროზიული დამუშავება: გაწმენდილი ზედაპირების დაფარვა მაღალი ხარისხის გრუნტით (Grunting) კოროზიის პრევენციისათვის.

შეღებვა: ზედაპირის ორჯერადი შეღებვა გარე სამუშაოებისთვის განკუთვნილი ატმოსფერული ნალექებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ მდგრადი სპეციალური ლითონის საღებავით (ფერი შეთანხმდება დამკვეთთან).

სპეციფიკური მოთხოვნები და უსაფრთხოება: 

ვინაიდან ობიექტი წარმოადგენს საავიაციო საწვავის (ნავთობპროდუქტების) სატუმბ სადგურს, დაწესებულია უსაფრთხოების მკაცრი ზომები:

  • ნაპერწკალუსაფრთხოება: ზედაპირის მექანიკური გახეხვისას გამოყენებული ინსტრუმენტები არ უნდა იწვევდნენ ნაპერწკლის გაჩენას ან სამუშაოები უნდა შეთანხმდეს ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურთან.
  • შრომის უსაფრთხოება (HSE): შემსრულებელი კომპანია ვალდებულია დაიცვას სპეციალური უსაფრთხოების წესები სტრატეგიულ ობიექტებზე მუშაობისას. პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეც-ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
  • ტექნოლოგიურ ხაზებთან შეხების აკრძალვა: მკაცრად აკრძალულია საწვავის გადამქაჩველ მილებთან, ურდულებთან და ტექნოლოგიურ დანადგარებთან ნებისმიერი სახის თვითნებური შეხება ან მათზე მუშაობა.

შესრულების/მოწოდების ვადა:  30 კალენდარული დღე, ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.

ანაზღაურება: ავანსი 60%,  მოწოდების შემდეგ 35%,  დარჩენილი 5% – ექსპლუატაციიდან 1 თვის ვადაში.

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 31.10.2026

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია): 

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) 
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები

პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

  • მსგავსი ტიპის სამუშაოების (სამრეწველო ობიექტების ან ლითონის კონსტრუქციების ღებვა/დამუშავება) შესრულების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ობიექტზე დასასაქმებელი პერსონალის უსაფრთხოების ტრენინგის სერტიფიკატები (სასურველია).

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: 


ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204

ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge  +995 571 995 005

გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge    +995 599 530 043

გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;