PFSG-T-0042 – სტაციონალური საოფისე კონტეინერი (სენდვიჩ პანელი)

ტენდერის აღწერილობა: PFSG-T-0042 – სტაციონალური საოფისე კონტეინერი (სენდვიჩ პანელი)

გამოცხადების თარიღი: 04.02.26

შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტენდერს სტაციონალური საოფისე კონტეინერის (სენდვიჩ პანელი) შესყიდვაზე.

პროექტის მონაცემები/მახასიათებლები: ქ. ბათუმი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია.

ტექნიკური დავალება:  სპეც. ზომის სტაციონალური საოფისე კონტეინერის აწყობა.

აღწერა:

  • პოლიურეთანის (PUR)  კედლის და სახურავის პანელები (დაფარული ჭანჭკით), დიზაინი ვერტიკალურად დაზოლილი
  • პოლიურეთანის სისქე: 50მმ
  • ლითონის სისქე: 0.35 – 0.40მმ
  • პოლიურეთანის სიმკვრივე: მინუმუმ 35 (±2) კგ/მ³
  • ცეცხლგამძლეობის კატეგორია: B2
  • მაღალი ცეცხლგამძლეობით, ნესტგამძლეობით, თბოიზოლაციით
  • სტანდარტული ფერი – თეთრი
  • ოფისის კონტეინერი უნდა დამონტაჟდეს ბათუმში
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
  • ფანჯრის ჟალუზებს
  • კარების ავტომატურ დამკეტს (შვეიცარი)
  • სახანძრო (რკინის) კარებებს
  • ლამინირებული ფანერის მოწყობას
  • კერამიკული ფილის მოწყობას
  • შიდა ელ.გაყვანილობის მოწყობას (განათება, როზეტები და ჩამრთველები)
  • გამწოვის მოწყობას
  • სტაციონალური საოფისე კონტეინერის ძირში 1სმ სისქის მეტალის ფეხების მოწყობას (6 ცალი)

მდებარეობა:  ქ. ბათუმი

შესრულების/მოწოდების ვადა:  20 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან

ანაზღაურება: ავანსი 60%,   დარჩენილი 40% – სამუშაოს შესრულებიდან 5 დღის ვადაში.

შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა: 20.02.2026 – გახანგრძლივდა 20.03.26-მდე.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია):

  • ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობაში
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • რეკომენდაციები

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:

  • შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:


ნათია ძიმისტარიშვილი 
მობ: 599 564 204

ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge – +995 571 995 005

ლექსო ლალიაშვილი – l.laliashvili@gulfaviation.ge –  +995 595 123 737

გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).

გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;