ტენდერის აღწერილობა: PFSG-T-0051 – მიწისზედა ვერტიკალური ცილინდრული რეზერვუარის შეღებვა (შიდა და გარე მხრიდან)
შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” PFSG-T-0051 – მიწისზედა ვერტიკალური ცილინდრული რეზერვუარის შეღებვა (შიდა და გარე მხრიდან)
გამოცხადების თარიღი: 22.07.26
პროექტის მონაცემები, მახასიათებლები: ბათუმი, აეროპორტის ტერიტორია
ტექნიკური დავალება: მიწისზედა ვერტიკალური ცილინდრული რეზერვუარის შეღებვა შედა და გარე მხარეს
აღწერა:
- 96მ3 იანი მოცულობის მიწისზედა ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარი
- ნომინალური მოცულობა: 96მ3
- კედლის შიდა დიამეტრი (მმ): 5910
- კედლის სიმაღლე (მმ): 3500
- პროდუქტის სახეობა: საავიაციო საწვავი JET A1
- ლითონის ფურცლის სისქე (მმ): 5
- სარტყელების რაოდენობა, ცალ: 3
- კოჭების რაოდენობა, ცალ: 6
- მთლიანი წონა: 6.0 ტ.
- შესაღები ფართი: 220 მ² (შიგნით და გარეთ – ძირი, კედლები, ჭერი)
ჩასატარებელი სამუშაოები:
ზედაპირის დამუშავება და სამღებრო სამუშაოები რეზერვუარის შიდა მხარე
- „გამოპარვა“ შიდა მხარეს უნდა იყოს ფეთქებადი აირები გამოტანილი გარეთ
- მეტალის ზედაპირის დამუშავება ქვიშამტყორცნი აპარატით
- ზედაპირის გასუფთავება ქვიშის მინარევებისაგან და შემდეგ გამხსნელით მოწმენდა
- შეღებვა ორკომპონენტიანი ფენოლიკ ეპოქსიდური ქიმიკატ გამძლე საღებავით, საღებავის სისქე 300 მიკრონი.
ქვიშამტყორცნით დამუშავება: დანადგარი,რომელიც ქმნის ვაკუმს, ისრუტავს ქვიშას და 6-7 ატმოსფერო წნევით ასუფთავებს მეტალს.
- დამუშავებული ზედაპირის გასუფთავება ჰაერის ჭავლით
- დაგრუნტვა/შეღებვა უნდა განხორციელდეს უჰაერო სამღებრო აპარატის მეშვეობით
- საღებავის სისქე გათვალისწინებული უნდა იყოს აგრესიულ გარემოებებზე (საავიაციო საწვავზე JET A1) მიკრონები გაიზომება მიკრონომეტრის საშუალებით. თუ იქნება არასაკმარისი მიკრონი უნდა მოხდეს დამატებითი ფენით დამუშავება
ასევე განიხილება ტერმინალის სხვადასხვა მეტალის ელემენტის (სახანძრო რეზერვუარები, კიბეები, არსებული საწვავის რეზერვუარები (გარე მხარე) – გადაღებვა. ჯამური ფართი 200 მ².
საავიაციო საწვავთან კონტაქტში მყოფი საღებავი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ. MIL-PRF-4556 ან ASTM D1655 ), რათა თავიდან იქნას აცილებული საღებავის აფხვიერება, ქიმიური რეაქცია საწვავთან და საწვავის სისტემის დაბინძურება. ასეთი საღებავები, როგორც წესი, არის ანტისტატიკური, უძლებს მაღალ ტემპერატურას და საწვავში არსებულ ქიმიურ დანამატებს
მდებარეობა: ბათუმი
შესრულების/მოწოდების ვადა: 30 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან
ანაზღაურება: ავანსი 60% – დარჩენილი 40% შესრულებიდან 5 დღის ვადაში
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2026
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge – +995 571 995 005
გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge – +995 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ENG
GEO
RUS