შპს “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია” აცხადებს ტერნდერს: PFSG-T-0056 სახანძრო სადგურის ტუმბოების კომპლექტის (ელექტრო, დიზელი, ჟოკეი) შერჩევა, შეძენა, მონტაჟი და ინსტალაციაზე.
გამოცხადების თარიღი: 24.08.26
პროექტის მონაცემები/მახასიათებლები: სახანძრო სატუმბო სადგურის ტუმბოების კომპლექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:
- მაღალი წნევა: უზრუნველყოფდეს წყლის ან ქაფის მიწოდებას დიდ მანძილზე და სიმაღლეზე.
- დიდი მოცულობა: აწვდიდეს წყალს სახანძრო მოწყობილობებს, ლაფეტებსა და სპრინკლერულ სისტემებს.
- ცენტრალიზებული კონტროლი: აერთიანებდეს მართვის, ავტომატიზაციისა და უსაფრთხოების მექანიზმებს.
ელექტრო, დიზელის ტუმბოების და ჟოკეის კომბინაცია:
- ელექტროტუმბოს უნდა ქონდეს მაღალი წარმადობა და ირთვებოდეს პირველივე სიგნალზე.
- დიზელტუმბო – წარმოადგენს სარეზერვო დამოუკიდებელ წყაროს. დიდი ხანძრისას ელექტრო ენერგიის შესაძლო გათიშვისას, დიზელის ძრავი უნდა უზრუნველყოფდეს სრულ თვითკმარობას და უწყვეტ მუშაობას.
- ჟოკეი პომპა (წნევის შესანარჩუნებელი დამხმარე ტუმბო) აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემებში.
- წნევის შენარჩუნება: სისტემაში მცირე კლებისას ავტომატურად რთავს მუშაობას და აბრუნებს ნორმალურ მაჩვენებელს.
- ძირითადი ტუმბოს დაცვა: აცილებს მთავარ, მძლავრ ძრავას მუდმივი და ცრუ ჩართვებისგან, რაც ახანგრძლივებს მის რესურსს.
- მოიხმარს მცირე ენერგიას, რადგან მისი ზომა და წარმადობა ბევრად ჩამოუვარდება მთავარ სისტემას.
ტექნიკური დავალება: წყლის მაღალი წნევით და სტაბილური ნაკადით მიწოდება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისთვის. ძირითადი ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს ნაკადის მოცულობას, სამუშაო წნევას, ძრავის ტიპს და სტანდარტებთან შესაბამისობას
აღწერა:
დანიშნულება: სახანძრო უსაფრთხოება
მწარმოებელი: N/A
მოდელი: N/A
ზომა: N/A
მაქსიმალური აწევის სიმაღლე: 90-100მ.
ტუმბოს შემავალი/გამომავალი მილსადენის დიამეტრი Ø200მმ – Ø150 მმ (იდეალური)
ტუმბოს შემავალი/გამომავალი მილსადენის დიამეტრი Ø150მმ – Ø100 მმ (არსებული)
275კვტ. სიმძლავრის გენერატორი უნდა აკმაყოფილებდეს ტუმბოს მუშაობას
მდებარეობა: თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მოპირდაპირე მხარე
შესრულების/მიწოდების ვადა: 60 კალენდარული დღე ავანსის მიღებიდან/კონტრაქტის ხელმოწერიდან.
ანაზღაურება: ავანსი 60% – მოწოდების შემდეგ 35% – დარჩენილი 5% ექსპლუატაციიდან 1 თვის ვადაში.
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა: 30.09.2026
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა (ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა ელექტრონულად გამოაგზავნოს ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმეტნაცია):
- ფასის ცხრილი (ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
- გამოცდილება აღნიშნული საქმიანობაში
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- რეკომენდაციები
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველებისათვის:
- შემოთავაზება ელექტრონულად უნდა გადმოიგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
ნათია ძიმისტარიშვილი
მობ: 599 564 204
ელ.ფოსტა: n.dzimistarishvili@gulfaviation.ge
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკური კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
ირაკლი მამალაძე – i.mamaladze@gulfaviation.ge – +995 571 995 005
გიორგი გვენცაძე – g.gventsadze@gulfaviation.ge – +995 599 530 043
გამარჯვებულად გამოცხადდება კომპანია, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ხარისხს, შესრულების დროს და ფასს (იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ფასის შემოთავაზება არ იქნება მიღებული, მაშინ ტენდერი გამოცხადდება ჩაშლილად).
გამარჯვების გამოვლენის შემდგომ დამკვეთი კომპანია იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ENG
GEO
RUS