დასახელება: საწვავმზიდის უფროსი მძღოლ-ტექნიკოსი (B, C კატეგორია)
გამოცხადების თარიღი: 11.03.25 / ბოლო ვადა: 11.04.25
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია.
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შესაძლოა ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ზედამხედველობა გაუწიოს ოპერაციების უსაფრთხოდ, ხარისხიანად და დროულად შესრულებას.
- შეიმუშაოს ეფექტური გეგმები ოპერაციების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და ხარისხიანად მუშაობაზე ზრუნვა.
- ტერმინალის შეუფერხებლად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ ოპერირებისათვის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ფინანსურ დაგეგმარებაში, ბიუჯეტირებაში და ხარჯების ოპტიმიზაციაში.
- უზრუნველყოს პერსონალის ცვლის გადაბარების პროცესი.
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე ზრუნვა, მომსახურების პროცესის მონიტორინგი.
- შესრულებული დავალებების მუდმივი რეპორტინგი ტერმინალის მენეჯერთან და ხელმძღვანელებთან.
- შეასრულოს დადგენილი ტექნოლოგიური სამუშაოები, დაიცვას სსმ და სპეც. სითხეების მიღების, შენახვის, ხარისხის კონტროლის და გაცემის წესი, აგრეთვე მათი გადატუმბვის წესი.
- მისაღებ-გასაცემი დოკუმენტაციის სწორი გაფორმება და ბუღალტერიისათვის საჭირო მონაცემების დროულად მიწოდება.
- გაანალიზოს მონაცემები, შექმნას ანგარიშები და ყოველდღიურად წარუდგინოს ხელმძღვანელობას.
- ტერმინალის მენეჯერთან, ხელმძღვანელობასთან ერთად დასახული სამუშაო გრაფიკების შესრულების ზედამხედველობა.
- ტერმინალის ტექნიკა-მოწყობილობების რუტინული შემოწმება და ზედამხედველობა.
- ტერმინალის მენეჯერთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სსმ მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში, აგრეთვე ნავთობის ბაზაში არსებული საწვავ-საცხები მასალების ინვენტარიზაციაში.
- ტერმინალის მენეჯერის ხელმძღვანელობით ელ. მეურნეობის მოვლა-პატრონობა და გაუმართაობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სპეციალისტის გამოძახება.
- ტერმინალის ტერიტორიაზე წესრიგის და სისუფთავის დაცვის კონტროლი, რეზერვუარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტების და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენახვა.
- სამუშაო პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის, ტერმინალის მენეჯერის დროული ინფორმირება.
- დაიცვას შრომის და უსაფრთხოების წესები, საწარმოო სანიტარია, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
- მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება.
- ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
- დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
- მანქანების (საწვავმზიდის/საწვავგამმართველის) და ტერმინალის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა. რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
- ფინანსურ და ადმინისტრაციულ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა.
- გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
- სამუშაო პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლიდერული და მენეჯერული უნარები
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
- დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
- ენერგიულობა
- შრომისმოყვარეობა
- სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
- მშვიდი და გაწონასწორებული
- გუნდური მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
- საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით).
- საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის (საბაზისო) დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას
- საბონუსე სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის პერსპექტივას
- სასწავლო პროგრამებს და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
- უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
- ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
ანაზღაურება:
- შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.