21.07.2025– 2025 წლის 6 თვის შეჯამება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის პირველი 6 თვის დაჯამებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები ჯამურად 3,654,063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს.

პირველი 6 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,358,937 მგზავრს მოემსახურა. ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 11%-ი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 833,512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია 2024 წლის იდენტურ პერიოდთან მიმართებაში. ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 450,330 მგზავრი, რაც 35%-ით აღემატება  ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებში 6 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, კერძოდ 17,000-მდე საერთაშორისო (12,857 რეისი) და ადგილობრივი/ჩარტერული (3,874) ავიარეისი შესრულდა. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (16,731 რეისი) 14%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდს.