მგზავრების რაოდენობა, 2021 წლის I ნახევრის მონაცემები

საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და ივნისის თვეში უკვე აღადგინა მიმართულებების 53%. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ქვეყნის სანავიგაციო სივრცეს. ასევე, აღსდგა პანდემიამდე არსებული ფრენის სიხშირეების 57%.

რეისების აღდგენამ ხელი შეუწყო მგზავრთა ნაკადის აქტიურ ზრდას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის პირველი თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 232,275 მგზავრს.

რაც შეეხება 2021 წლის პირველ ნახევარს, მგზავრთა საერთო რაოდენობა იყო 592,181, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით -18%-იანი ვარდნაა.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021:

მილიონი მგზავრი

2021 წელს (6 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 1886 მგზავრს.