საავიაციო მგზავრთა საერთო რაოდენობამ 5.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით + 3%-ია და გაცილებით ნაკლები ვიდრე მოსალოდნელი იყო რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აეროპორტები 2019 წელს 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წლის მონაცემებზე 3%-ით მეტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ქუთაისის აეროპორტში (+42%) რაც გამოწვეულია Wizz Air-ის ფრენების გაზრდით, მაშინ როდესაც თბილისის აეროპორტის მაჩვენებელი თითქმის გაუტოლდა 2018 წლის მონაცემებს, მიუხედავად პირდაპირი რეისების გაუქმებისა რუსეთის მიმართულებით, რომელიც ამოქმედდა ივლისში.  2019 წლის დეკემბერში მგზავრთა რაოდენობა თბილისის აეროპორტში 222 ათასს მიაღწია, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 45%-ით გაიზარდა და 83 ათასი ადამიანი შეადგინა. ბათუმის აეროპორტმა 2019 წლის დეკემბერში 26 ათასზე მეტი მგზავრი მიიღო, რაც 42%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა,  2012 –2019 წლები, 12 თვე:

მილიონი მგზავრი