ახალი ნახევრადმისაბმელი მანქანა

პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნდან გამომდინარე, ამ ზაფხულს ჩვენი საწვავის
სატვირთო მანქანების პარკი განახლდა სრულიად ახალი ნახევრადმისაბმელით,
რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა ამ სფეროში ერთ-ერთმა წამყვანმა
თურქულმა კომპანიამ – ÖZTAŞ TRAILER TANKERS TURKEY. ნახევრად მისაბმელი აღჭურვილია
34000 ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის ავზით. მომსახურების სფერო – საავიაციო
საწვავის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის დასავლეთის აეროპორტებში.