12.02.2025 – 2024 წლის შეჯამება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 7,450,652 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის და წინა წელთან მიმართებაში 24%-იანი ზრდაა.
2024 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4,750,425 მგზავრს, რაც 2023 წელთან შედარებით 29% ზრდას წარმოადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი იქნა 1,722,804 მგზავრი, რაც ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა. ხოლო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს მოემსახურა 951,766 მგზავრს და დააფიქსირა 53%-იანი ზრდა წინა წელთან მიმართებაში.
წონა წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 32,528 რეისი განხორციელდა,. აქედან, რეგულარული რეისების რაოდენობამ შეადგინა 25,342 რეისს, ხოლო ჩარტერების რაოდენობა 7,186-ს. 2023 წელთან მიმართებაში ეს ციფრები 24%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
2024 წლის ბოლო თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 50 ავიაკომპანია 92 საჰაერო ხაზზე.

