2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 11-%-ანი შემცირების მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს შედეგებმა 8-%-იანი ზრდა აჩვენეს

2019 წლის აგვისტოში, მგზავრთა საერთო ნაკადი საქართველოს აეროპორტებში შემცირდა 11%-ით, რაც იყო გამოწვეული რუსეთ-საქართველოს შორის ავია მიმოსვლის დროებითი აკრძალვით.

თუმცა ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში მგზავრთა ნაკადმა 3.6 მილიონს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-%-ით გაიზარდა კიდეც.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა,

2012 –2019  8 თვე

მესტიისა და ამბროლაურის რეგიონული აეროპორტები, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში, ჯამში 6,361 მგზავრს მოემსახურნენ.