ქ. ბათუმში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, ჩვენმა კომპანიამ სექტემბრიდან ოფიციალურად გახსნა ახალი ავიალაინერების საწვავით გასამართი სადგური. აღნიშნული ტერმინალის მშენებლობა დაიწყო 2023 წლის ნოემბერში და 9 თვეში დასრულდა.
გეგმარებითი-ფუნციური თვალსაზრისით საჰაერო ხომალდების საწვავით მოსამარაგებელი სადგური, რომელიც ამავდროულად ავიასაწვავის საწყობის ფუნქციასაც შეასრულებს, წარმოადგენს საავიაციო საწვავის ავტოცისტერნებით მიმღებ, შემნახველ და საწვავგამმართველებში გამცემ ტერმინალს, რომელიც განკუთვნილია ავიალაინერების საწვავით გამართვისათვის.
ჩვენი ახალი სადგური გაიზარდა მოცულობითაც, რაც საშუალებას გვაძლევს ვუზრუნველყოთ მეტი საჰაერო ხომალდის მომსახურება უფრო ეფექტურად. ტერმინალი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.

















