უფროსი მძღოლ-ტექნიკოსი ბათუმი

დასახელება: საწვავმზიდის უფროსი მძღოლ-ტექნიკოსი (B, C კატეგორია)

გამოცხადების თარიღი: 11.03.25 / ბოლო ვადა: 11.04.25

ადგილმდებარეობა:  ქ. ბათუმი, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია.

სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შესაძლოა ცვლაში მუშაობა – ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ზედამხედველობა გაუწიოს ოპერაციების უსაფრთხოდ, ხარისხიანად და დროულად შესრულებას.
  • შეიმუშაოს ეფექტური გეგმები ოპერაციების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და ხარისხიანად მუშაობაზე ზრუნვა.
  • ტერმინალის შეუფერხებლად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ ოპერირებისათვის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ფინანსურ დაგეგმარებაში, ბიუჯეტირებაში და ხარჯების ოპტიმიზაციაში.
  • უზრუნველყოს პერსონალის ცვლის გადაბარების პროცესი.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე ზრუნვა, მომსახურების პროცესის მონიტორინგი.
  • შესრულებული დავალებების მუდმივი რეპორტინგი ტერმინალის მენეჯერთან და ხელმძღვანელებთან.
  • შეასრულოს დადგენილი ტექნოლოგიური სამუშაოები, დაიცვას სსმ და სპეც. სითხეების მიღების, შენახვის, ხარისხის კონტროლის და გაცემის წესი, აგრეთვე მათი გადატუმბვის წესი.
  • მისაღებ-გასაცემი დოკუმენტაციის სწორი გაფორმება და ბუღალტერიისათვის საჭირო მონაცემების დროულად მიწოდება.
  • გაანალიზოს მონაცემები, შექმნას ანგარიშები და ყოველდღიურად წარუდგინოს ხელმძღვანელობას.
  • ტერმინალის მენეჯერთან, ხელმძღვანელობასთან ერთად დასახული სამუშაო გრაფიკების შესრულების ზედამხედველობა.
  • ტერმინალის ტექნიკა-მოწყობილობების რუტინული შემოწმება და ზედამხედველობა.
  • ტერმინალის მენეჯერთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სსმ მიმღებ-გამცემი კომისიის მუშაობაში, აგრეთვე ნავთობის ბაზაში არსებული საწვავ-საცხები მასალების ინვენტარიზაციაში.
  • ტერმინალის მენეჯერის ხელმძღვანელობით ელ. მეურნეობის მოვლა-პატრონობა და გაუმართაობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სპეციალისტის გამოძახება.
  • ტერმინალის ტერიტორიაზე წესრიგის და სისუფთავის დაცვის კონტროლი, რეზერვუარებისა და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • გასაზომი ხელსაწყოების, ინსტრუმენტების და ინვენტარის სუფთად და მოწესრიგებულად შენახვა.
  • სამუშაო პროცესში პრობლემების არსებობის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის, ტერმინალის მენეჯერის დროული ინფორმირება.
  • დაიცვას შრომის და უსაფრთხოების წესები, საწარმოო სანიტარია, სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება.
  • ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად.
  • დისციპლინარული ნორმების და წესრიგის დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
  • მანქანების (საწვავმზიდის/საწვავგამმართველის) და ტერმინალის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა. რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება.
  • ფინანსურ და ადმინისტრაციულ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა.
  • გარემოს, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.
  • სამუშაო პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლიდერული და მენეჯერული უნარები
  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
  • ენერგიულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
  • მშვიდი და გაწონასწორებული
  • გუნდური მართვის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს „საწვავმზიდის“ შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და E კატეგორიები).
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით).
  • საოფისე პროგრამების (MS Office) მომხმარებლის (საბაზისო) დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • გრძელვადიან თანამშრომლობას
  • საბონუსე სისტემას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას
  • სასწავლო პროგრამებს და ტრეინინგებს მუდმივი განვითარებისათვის
  • უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
  • ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას

ანაზღაურება:

  • შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge;
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!

შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“  დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს  კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და  ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.