მსოფლიო პანდემიის გამო მოგზაურობის შეზღუდვამ და საზღვრების გლობალურად დაკეტვამ მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს საავიაციო სამგზავრო მიმოსვლაზე. 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში საქართველოს აეროპორტებში ყველა რეგულარული რეისი გაუქმდა და ზაფხულში ტურისტულმა სეზონმა საერთაშორისო ვიზიტორების გარეშე ჩაიარა.
შემოდგომაზე დაიწყო ფრენების თანდათანობით აღდგენა, მაგრამ დაავადების მეორე ტალღამ ისევ ჩაშალა საქართველოს სათხილამურო კურორტების ზამთრის სეზონზე გახსნის გეგმები. შედეგად, საქართველოში 2020 წელს მგზავრთა საავიაციო მიმოსვლა წინა წელთან შედარებით ექვსჯერ შემცირდა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს ჩვენი ქვეყნის აეროპორტები მოემსახურა მხოლოდ 834 ათას მგზავრს, რაც 84%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა თბილისის (-84%) და ბათუმის (-92%) აეროპორტებში.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2013 –2020 წლები, 12 თვე:
მილიონი მგზავრი

2020 წელს შიდა რეისებზე მომუშავე მესტიის, ამბროლაურის და ნატახტარის აეროპორტები მხოლოდ 5,834 მგზავრს მოემსახურა (-62%).
ENG
GEO
RUS