2019 წლის აგვისტოში, მგზავრთა საერთო ნაკადი საქართველოს აეროპორტებში შემცირდა 11%-ით, რაც იყო გამოწვეული რუსეთ-საქართველოს შორის ავია მიმოსვლის დროებითი აკრძალვით.
თუმცა ამის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში მგზავრთა ნაკადმა 3.6 მილიონს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8-%-ით გაიზარდა კიდეც.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა,
2012 –2019 8 თვე
მესტიისა და ამბროლაურის რეგიონული აეროპორტები, 2019 წლის 8 თვის განმავლობაში, ჯამში 6,361 მგზავრს მოემსახურნენ.