
2019 წლის ოქტომბრის თვეში გალფ ავიაციის სამანქანო პარკი გაიზარდა და მას შეემატა ახალი და თანამედროვე საწვავგამმართველი. ჩვენი სამანქანო პარკის გაფართოების პროგრამის ფარგლებში, 25000 ლიტრი ტევადობის მანქანა სპეციალური დაკვეთით დაამზადა ამერიკულმა კომპანიამ “ProFlo Industries LLC”. ახალი საწვავგამმართველი საშუალებას იძლევა დავაკმაყოფილოთ საავიაციო საწვავზე მუდმივად მზარდი მოთხოვნა ყველაზე მაღალი მოხმარების პერიოდებშიც კი.
ახალი საწვავგამმართველი სრულად შეესაბამება IATA-ს და JIG-ის საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ძირითადი მახასიათებლებია:
- მერსედესი 6×4 შასი
- რეზერვუარის მასალა – უჟანგავი ფოლადი
- საწვავის მიწოდების სიჩქარე 1100 ლიტრი წუთში
- ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებთან – NFPA 407 და JIG-12 შესაბამისობა
- რეზერვუარში დონის ულტრაბგერითი განსაზღვრის სისტემა და ციფრული ჩვენება
- გაჩერების სისტემა: „High“ და „High-High“ დონეები
- მე-7-ე თაობის ფილტრ-მონიტორები ჰაერის სეპარატორით და ავტომატური გამომრთველით მაღალი დიფერენციალური წნევის შემთხვევაში / 15 psi (გასაღებით გამორთვის სისტემა JIG-ის სტანდარტის თანახმად)
- დადებითი ხარჯვის მრიცხველი ელექტრო დისპლეით და საწვავის მიწოდების სიჩქარის მაჩვენებლით JIG-ის სტანდარტის თანახმად.
ENG
GEO
RUS