გალფ ავიაცია საქართველო – ტექნიკური აღჭურვილობის ლიდერი საქართველოში

თვითმფრინავების საავიაციო საწვავით მომსახურების კომპანიამ „გალფ ავიაცია“ შეიძინა უახლესი, პორტატული, სიმკვრივის ელექტრონული განმსაზღვრელი მოწყობილობა (დენსიტომეტრი), რომელიც წარმოებულია ავსტრიული კომპანია ANTON-PAAR GMBH-ის მიერ (მოდელი DMA 35).

საავიაციო საწვავის ფაქტიური სიმკვრივის და ტემპერატურის გაზომვის ეს ინსტრუმენტი/ ტექნოლოგია საქართველოს აეროპორტებში პირველად გამოიყენება  და აკმაყოფილებს მსოფლიო საავიაციო საწვავის ინდუსტრიის თანამედროვე და უმაღლეს სტანდარტებს.

DMA 35 დენსიტომეტრი დაკალიბრებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად. კალიბრაცია სტანდარტით ISO 17025 თანხვედრაშია განზომილებების საერთაშორისო სისტემასთან (Système international (d’unités)) და მიჩნეულია როგორც საიმედო, საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტი აუდიტის დროს. DMA 35 კალიბრაცია ითვალისწინებს სხვადასხვა სიმკვრივის სტანდარტებს და შესაბამისი სიმკვრივის დონეებს (0.690 გ / სმ³-დან 1.550 გ / სმ³-მდე).