2023 წლის 25-26 მარტს, გალფ ავიაციის ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარდა IATA-ს მე-2 საფეხურის სწავლება (საჰაერო ხომალდების სარქველების და გადამრთველი მოწყობილობების ოპერირება) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ტრეინინგი ჩატარდა სპეციალურად მოწვეული, საწვავის მომსახურების და უსაფრთხოების სფეროში სერთიფიცირებული ჩეხი ტრენერების მიერ (ბ-ნი დაბ ვოიტეჩი და ბ-ნი ჰასმან ფრანტიშეკი).
ტრენინგის მიზანი. კომპანიის ძველი ტექნიკური პერსონალისათვის სწავლების მიზანს წარმოადგენდა არსებული უნარების განმტკიცება და განახლებული უსაფრთხოების ნორმების/ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება, ხოლო ახალი თანამშრომლებისათვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენა და ცნობიერების ამაღლება საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით მომსახურების სფეროში.
ტრეინინგის დეტალური აღწერა. სწავლება მოიცავდა ზოგადად ჯანმრთელობის, შრომითი უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მოთხოვნების და ავიალაინერების სარქველების და გადამრთველი მოწყობილობების ოპერირების პროცედურებს ყველაზე გავრცელებულ თვითმფრინავების მოდელების მაგალითზე. ეს საშუალებას აძლევს ტექნიკურ პერსონალს განახორციელოს IATA-ს მე-2 დონის სერვისი ყველაზე გავრცელებულ თვითმფრინავებზე (A32F, B737, ATR, Embraer E170-195), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დამატებითი პროცედურებია განსაზღვრული კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ.
სწავლების დასასრულს ინსტრუქტორებმა ჩაატარეს მიღებული ცოდნის შეფასება და გადასცეს შესაბამისი სერთიფიკატები გალფ ავიაციის ტექნიკურ პერსონალს (გთხოვთ იხილოთ თანდართული საბუთები).