მგზავრების ნაკადის ზრდა და იმედის მომცემი 2021 წლის ზაფხული

საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ  და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 38 ავიაკომპანია უკვე აქტიურად ოპერირებს საქართველოში, რაც ნიშნავს 72 მიმართულებასა და 27 ქვეყანას. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფრენების 74% (კვირაში 375-395 სიხშირე) და მიმართულებების 72% უკვე აღდგენილია.

რაც შეეხება სამგზავრო მიმოსვლას, ივლისში საქართველოს აეროპორტები 399,200 მგზავრს მოემსახურა. საერთო ჯამში, ბოლო 7 თვის განმავლობაში (იანვარი-ივლისი), მგზავრთა რაოდენობამ შეადგინა 988,447 ადამიანი, რაც 36%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს.

ეს მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელია, ვინაიდან 2021 წლის 7 თვის ტურისტების საერთო რაოდენობა აღემატება არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, არამედ მთლიანად 2020 წელს (+ 19%).

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021 (7 თვე):

მილიონი მგზავრი

2021 წელს (7 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 2934 მგზავრს