„Gulf Aviation“-ს დაემატა ახალი ტანკერი 35მ3 ტევადობით

 

შპს „Petrocas Fuel Services Georgia“-მ შეიძინა სრულიად ახალი და ულტრათანამედროვე საწვავგამმართველი, რომელიც სპეციალური შეკვეთით დაამზადა ამ სფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკულმა კომპანიამ “ProFlo Industries LLC” (შედის მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ჯგუფში PrimeFlight Aviation Services). ProFlo Industries აწვდის მსოფლიოს უმსხვილეს აეროპორტებსა და სერვის კომპანიებს უახლესი სტანდარტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული საწვავის აღჭურვის მოწყობილობას, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება საქართველოს აეროპორტებშიც.

საწვავის ტანკერი აღჭურვილია 35000 ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის ავზით, უახლესი თაობის ფილტრაციის სისტემით, გადადინების და საწვავის დონის კონტროლის სისტემით, ციფრული მრიცხველით, რომელსაც აქვს უნარი აკონტროლოს საწვავში მინარევებისაგან და წყლის შემცველობა და განსაზღვროს ტემპერატურა და საწვავის ხვედრითი წონა, ასევე მაქსიმალური ავტომატიზაციისა და კონტროლის პროცესის მიღწევა.

ეს აღჭურვილობა საშუალებას მისცემს კომპანიას კიდევ უფრო გააუმჯობესოს თვითმფრინავების საწვავის შევსების პროცესის უსაფრთხოება და სისწრაფე

აღსანიშნავია, რომ ახალი ტანკერი სრულად შეესაბამება IATA-ს და JIG-ის საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  • მერსედესი 6×4 შასი
  • რეზერვუარის მასალა – უჟანგავი ფოლადი
  • საწვავის მიწოდების სიჩქარე 1100 ლიტრი წუთში
  • ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტებთან – NFPA 407 და JIG-12 შესაბამისობა
  • რეზერვუარში დონის ულტრაბგერითი განსაზღვრის სისტემა და ციფრული ჩვენება
  • გაჩერების სისტემა: „High“ და „High-High“ დონეები
  • მე-7-ე თაობის ფილტრ-მონიტორები ჰაერის სეპარატორით და ავტომატური გამომრთველით მაღალი დიფერენციალური წნევის შემთხვევაში / 15 psi (გასაღებით გამორთვის სისტემა JIG-ის სტანდარტის თანახმად)
  • დადებითი ხარჯვის მრიცხველი ელექტრო დისპლეით და საწვავის მიწოდების სიჩქარის მაჩვენებლით JIG-ის სტანდარტის თანახმად.