საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად მუშაობის შედეგია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად მგზავრთა რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება და თანდათან უბრუნდება ყველაზე აქტიურ, 2019 წლის ნიშნულს. იზრდება ასევე რეისების რაოდენობა და ფრენის სიხშირე.
სექტემბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 327,004 მგზავრს და განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,732 რეისი. უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) დაფიქსირდა 1,714,735 მგზავრი, რაც 122%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021 (9 თვე):
მილიონი მგზავრი

2021 წელს (9 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 4,872 მგზავრს
ENG
GEO
RUS