2022 წლის თებერვლის თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად განხორციელდა 1,163 ადგილობრივი და საერთაშორისო რეისი და დაფიქსირდა 213,950 მგზავრი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 725%-იანი ზრდაა.
ამას გარდა, ჯამურად 2022 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში, საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა 444,953 საერთაშორისო და ადგილობრივი მგზავრი, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით რეკორდული, 939%-იანი ზრდაა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, ამ მომენტისთვის ფაქტობრივად აღდგენილია ფრენის ის სიხშირე და რაოდენობა რაც დაფიქსირებული იყო პანდემიამდე, კერძოდ კი 2019 წელს. პოზიტიური მოლოდინია სრულად 2022 წლის მიმართ, რადგან მგზავრების რაოდენობა თვიდან თვემდე რეკორდულად იზრდება.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (2 თვე):
მილიონი მგზავრი

2022 წლის იანვარსა და თებერვალში შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 1,109 მგზავრს.
ENG
GEO
RUS