2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა საერთო ნაკადი გაიზარდა 25%-ით

2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებმა მომსახურება გაუწიეს 0,6 მილიონზე მეტ მგზავრს. ამგვარად, მგზვრთა ნაკადმა გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებელს 25%-ით, ხოლო 2017 წლის – 68% -ით, იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების შედარებისას.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2012 – 2.2019 წწ

მესტიისა და ამბროლაურის რეგიონალურმა აეროპორტებმა 2019 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ჯამში მიიღეს 894 მგზავრი.