2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 28%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში

2018 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში 28%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში. 2018 წლის პირველი 7 თვის პერიოდში საქართველოს აეროპორტები უკვე მოემსახურა 2.7 მილიონ მგზავრს.

მგზავრთა ნაკადის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით  2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 89 %-ით  გაიზარდა 2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებისას.

საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო მგზავრების ნაკადის სტატისტიკა 2012 – 07.2018 წლებში:

 

მესტიის და ამბროლაურის რეგიონალური აეროპორტები მოემსახურა 4 000 მგზავრს 2018 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში. 194 რეისი განხორციელდა ადგილობრივი აეროპორტებიდან.