საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, 2022 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 1,322,909 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,695 რეისი. მგზავრების მხრივ, 2021 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით ეს არის 269%-იანი ზრდა.
მგზავრთა ნაკადის ასეთი ზრდა ნიშანია იმისა, რომ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს.
რაც შეეხება შიდა რეისებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში მაისის თვეში დაფიქსირდა 764 მგზავრი, ხოლო 5 თვის განმავლობაში ჯამურად 4,310 მგზავრი, რაც ამავე პერიოდთან შედარებით 239%-იანი ზრდაა.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (5 თვე):
მილიონი მგზავრი