მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 2,806,985 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი, რაც ანალოგიურ პერიდოთან მიმართებაში 103%-იანი ზრდა არის. ჯამურად აეროპორტთებშ განხორციელდა 2,498 საერთაშორისო რეისი, რომელიც აერთიანებს როგორც რეგულარულ რეისებს, ასევე ჩარტერებს. რეისების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით 70%-იანია, ხოლო საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 46%-ით.
კონკრეტულად თბილისის აეროპორტმა განახორციელა 1,618 ფრენა და დააფიქსირა 1,881,711 მგზავრი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 448 რეისი და დაფიქსირდა 508,557 მგზავრი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა კი მიიღო 416,657 მგზავრი და შეასრულა ჯამურად 432 რეისი.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (8 თვე):
მილიონი მგზავრი

2022 წლის 8 თვის მონაცემებით შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 8,596 მგზავრს.
ENG
GEO
RUS