საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 227,967 მგზავრს და განახორციელა საერთაშორისო და ადგილობრივი 1,349 რეისი. ბოლო 11 თვის განმავლობაში (იანვარი-ნოემბერი) დაფიქსირდა 2,230,728 მგზავრი, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 175% -იანი ზრდაა.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველო Eurocontrol-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება. ფრენების აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2021 (11 თვე):
მილიონი მგზავრი

2021 წელს (11 თვე) შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მოემსახურა 6,394 მგზავრს
ENG
GEO
RUS