Petrocas Fuel Services გახდა JIG ასოციაციის ასოცირებული წევრი

2019 წლიდან, კომპანია Petrocas Fuel Services, რომელიც საქართველოში Gulf Aviation Georgia-ს სახელით ოპერირებს, საერთაშორისო ორგანიზცია JIG-ის (Joint Inspection Group) ასოცირებული წევრი გახდა.

ერთობლივი კონტროლის ჯგუფი (JIG) შეიქმნა 1970-ანების დასაწყისში და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციას საავიაციო საწვავის მიწოდების სტანდარტების განვითარებაში, რომელიც საავიაციო საწვავის მიწოდების მთლიან ჯაჭვს მოიცავს, ქარხნიდან მოყოლებული თვითმფრინავის ფრთამდე. მის სტანდარტებს მისდევს 100-ზე მეტი წევრი-ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში, რომელიც 2,500-ზე მეტ აეროპორტში, საავიაციო საწვავის მიწოდების და დისტრიბუციის ლოკაციაში ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

დღეს JIG-ის წევრებს წარმოადგენენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდები როგორებიცაა: Chevron, Shell, ExxonMobil, Air BP, IATA, Total და ა.შ.

Gulf Aviation Georgia კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომლის საავიაციო საწვავის შენახვა-რეალიზაციის, ასევე თვითმფრინავების საწვავით გამართვის ბიზნეს ციკლი სრულად აკმაყოფილებს აღნიშნული ასოციაციის სტანდარტებს.