შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს ავტოპარკის
განახლებას, რათა აეროპორტებში კომპანიის მომსახურება და საქმიანობა ყველა
მიმართულებით გაუმჯობესდეს. სტანდარტიზაციის პრინციპით კომპანიის შეემატა
ახალი საწვავგამმართველი, რომელიც ისევე როგორც გასულ წლებში შეძენილი
საწვავგამმართველები ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად სპეც. შეკვეთით დაამზადა ამ
სფეროში ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკულმა კომპანიამ „Proflo Industries LLC” („Proflo
Industries LLC” არის მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ჯგუფის PrimeFlight Aviation Services
შვილობილო კომპანია. 2024 წლის თებერვლიდან „Proflo Industries LLC” -ი გაერთიანდა
ისეთ ინდუსტრიის ლიდერთან როგორიცაა: Garsite https://garsite.com/ )
საწვავგამმართველი აღჭურვილია 35000 ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის ავზით,
უახლესი თაობის ფილტრაციის სისტემით, გადადინების და საწვავის დონის
კონტროლის სისტემით, ციფრული მრიცხველით, რომელსაც აქვს უნარი აკონტროლოს
საწვავში მინარევებისაგან და წყლის შემცველობა და განსაზღვროს ტემპერატურა და
საწვავის ხვედრითი წონა, ასევე მაქსიმალური ავტომატიზაციისა და კონტროლის
პროცესის მიღწევა. აღნიშნული აღჭურვილობა საშუალებას აძლევს კომპანიას კიდევ
უფრო გააუმჯობესოს თვითმფრინავების საწვავის შევსების პროცესის უსაფრთხოება და
სისწრაფე.
აღსანიშნავია, რომ ახალი საწვავგამმართველი სრულად შეესაბამება IATA-ს და JIG-ის
საერთაშორისო სტანდარტებს, მისი ძირითადი მახასიათებლებია:
მწარმოებელი: „Proflo Industries LLC”
წარმოების დასრულების დრო: 13 October 2023
სტარტ-სტოპ სისტემა
შასი – Mercedes, მოდელი – Altego
რეზერვუარი – Romarco, მოდელი – DOT 406 – უჯანგავი ფოლადი
დადებითი ხარჯვის მრიცხველი ელექტრო დისპლეით და საწვავის მიწოდების
სიჩქარის მაჩვენებლით JIG-ის სტანდარტის თანახმად: TSC, მოდელი TSC -3000/700-
35SPA2G/DMP 100 3-5
საწვავის ტუმბო: Gorman Rupp, მოდელი – 03H1-GR
საწვავის მიწოდების სიჩქარე 1100 ლიტრი წუთში
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებთან – NFPA 407 და JIG-12 შესაბამისობა
რეზერვუარში დონის ულტრაბგერითი განსაზღვრის სისტემა და ციფრული
ჩვენება
გადავსების ორმაგი დაცვის სისტემა: „High“ და „High-High“ დონეები
ფილტრ სეპარატორი: FACET, მოდელი – HCS-333-1436 (JIG-ის სტანდარტის თანახმად)

