ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – ავიალაინერების საწვავგასამართი სადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

მოგეხსენებათ შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ მთავარი საქმიანობაა საავიაციო საწვავის იმპორტი და ავიაკომპანიების, სახელმწიფო უწყებების საწვავით მომსახურება. ამ მიზნით, ჩვენი ბაზები საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას და გაცემას.

გასულ წლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებისა და გაზრდილი მოთხოვნების პარალელურად, შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“-ს (ბრენდული დასახელება გალფ ავიაცია) მიერ დაიგეგმა ახალი პროექტის და მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება, კერძოდ საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე (აეროპორტის გზატკეცილი #220)  ავიალაინერების საწვავით მოსამარაგებელი ახალი სადგურის მშენებლობა თანამედროვე დაგეგმარებითი პრინციპების მიხედვით. ახალი საწვავგასამართი სადგურის მშენებლობა მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურულ განახლებას, ასევე მოცულობის გაზრდას. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმის აეროპორტს შესაძლებლობა მიეცემა უფრო ეფექტურად მოემსახუროს საჰაერო ხომალდების გაზრდილ ნაკადს.

გეგმარებითი-ფუნციური თვალსაზრისით საჰაერო ხომალდების საწვავით მოსამარაგებელი სადგური, რომელიც ამავდროულად ავიასაწვავის საწყობის ფუნქციასაც შეასრულებს, წარმოადგენს საავიაციო საწვავის ავტო-ცისტერნებით მიმღებ, შემნახველ და გამცემ საწყობს ავიალაინერების საწვავგამმართველებით მომსახურებისათვის.

ამჟამად მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და პროექტის დასრულება იგეგმება 2024 წლის შემოდგომისათვის.