კათოდური დაცვის დამატებითი სამუშაოები ჰიდრანტის სისტემის კოროზიისგან დასაცავად

კათოდური დაცვა არის სისტემის ტექნოლოგიური ნაწილი, რომელსაც კომპანია იყენებს
ჰიდრანტის მილსადენების ქსელის უსაფრთხოების და მთლიანობის
უზრუნველსაყოფად. მილსადენები დაცულია ელექტროქიმიური უჯრედის კათოდში.
კათოდური დაცვის სისტემა არ მოქმედებს მიმდებარე შენობებზე, ღობეებსა ან სხვა
ნაგებობებზე და არ არის საშიში ადამიანებისა და ცხოველებისათვის.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენმა კომპანიამ უცხოელი კოლეგების დახმარებით
განაახლა და დამატებით განათავსა კათოდური დაცვის წერტილები სხვადასხვა
ლოკაციებზე.