01.08.2024 – მგზავრთნაკადის ზრდა, 2024 წლის 6 თვის შეჯამება
2024 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 30%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3,220,599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ მგზავრთა რაოდენობას.
2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2,124,599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 745,895 მგზავრი, რაც 12%-იანი ზრდა არის 2023 წლის 6 თვის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის ჯამში 334,437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 43%-ია.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14,682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 130,498 ერთეული გადაფრენა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს (ამბროლაური და მესტია), აქ 6 თვის ვადაში ჯამში დაფიქსირდა 6,095 მგზავრი, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 2%-იანი ზრდაა. რეისების კუთხით, კი განხორციელდა 202 რეისი ჯამში.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2024 (6თვე):
