სასწრაფო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

სასწრაფო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი (10, 13, 14 ივლისი 2026) წარმატებით დასრულდა თბილისის და ბათუმის ტერმინალებში. თანამშრომელთა უმრავლესობამ 3-დღიან ინტენსიურ კურსში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი სრულად ფარავდა ისეთ კრიტიკულ უნარებს, როგორიცაა:

  • ტრავმის იდენტიფიცირება და რისკების შეფასება
  • გულ-ფილტვის რეანიმაცია (მასაჟი)
  • დახმარება ელექტრო შოკისა და დამწვრობის დროს
  • ჭრილობების მართვა (სისხლდენის შეჩერება, ნახვევის დადება)
  • მოტეხილობების ფიქსაცია
  • სასუნთქი გზების შეშუპებისა და სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას (ხრჩობის) მართვა
  • და ა.შ.

თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ მეცადინეობებში. კომპანია აგრძელებს ზრუნვას თანამშრომლების უსაფრთხოებასა და მათ კვალიფიკაციაზე.