16.10.2024– მგზავრთა ნაკადის ზრდა, 2024 წლის 9 თვის შეჯამება

2024 წლის 9 თვეში მგზავრთნაკადი 26%-ით გაიზარდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის პერიოდში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 5,686,748 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს.

2024 წლის პირველ 9 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3,622,830 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ს შეადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1,284,997 მგზავრი, რაც 2023 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 6%-იან ზრდას შეადგენს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი 753,485 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 43%-ია.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24,348 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის იდენტურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 25%-ი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 219,876 ერთეული გადაფრენა.

2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია 104 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.