24.01.2024 – 2023 წლის შეჯამება
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 6,013,995 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 36%-იანი ზრდაა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს ჯამურად მოემსახურა 3,694,052 მგზავრს, რაც 2022 წელთან შედარებით 23%-ით მეტია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1,671,203 მგზავრი და ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 110%-იან ზრდას შეადგენს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი ჯამში 621,514 მგზავრს მოემსახურა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს 0.75%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, 2023 წლის მონაცემები ესე გამოიყურება: მესტია მოემსახურა 10,217 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2022 წელთან მიმართებაში, ამბროლაურის აეროპორტმა მიიღო 2,225 მგზავრი, რაც 16%-ით ჩამორჩება 2022 წელს, ხოლო ნატახტარის აეროპორტში დაფიქსირდა 14,784 მგზავრი, რაც ასევე, 16%-იანი კლებაა.
2023 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 26,290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 21,280-ს, ხოლო ჩარტერების 5,010-ს. ყოველივე ეს 2022 წელთან შედარებით 23%-იანი ზრდაა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და ჯამში 2023 წელს 1,270,737 მგზავრი ყავს გადაყვანილი.
2024 წლის იანვრის მდგომარეობით კი, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია 89 მიმართულებით ოპერირებს.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2023:

ENG
GEO
RUS