2023 წლის 9 თვის შეჯამება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2023 წლის 9 თვის პერიოდში საქართველოს საერთრაშორისო
აეროპორტები ჯამში მოემსახურა 4,505,803 მგზავრს, რაც 38%-ით აღემატება 2022 წლის იდენტური პერიოდის მონაცემებს.

9 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 2,764,471 მგზავრს, რაც 2022 წლის იგივე პერიოდთან
მიმართებაში 27%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილი იქნა 525,130 მგზავრი, ეს
კი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 6%-იანი ზრდაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა კი გადაიყვანა ჯამში
1,216,202 მგზავრი, რაც 2022 წელთან მიმართებაში 100%-იანი ზრდაა.

მგზავრთნაკადის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც. მესტია 2023 წლოის 9 თვის ვადაში
ჯამურად მოემსახურა 7,848 მგზავრს, ხოლო ამბროლაურის აეროპორტი 1,575 მგზავრს.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში განახორციელდა 18,915 საერთაშორისო და 322
ადგილობრივი რეისი, რაც ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში საერთაშორისო რეისების კუთხით 13%-იანი ზრდაა, ხოლო
ადგილობრივი რეისების კუთხით 10%-იანი ვარდნა.