24.02.2026 – 2026 წლის იანვრის თვის შეჯამება
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა და ჯამში 613,933 მგზავრს მოემსახურა. შესრულდა 2,873 ავიარეისი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებიც, კერძოდ 3,147 ტონა ტვირთი რაც 39%-ით აღემატება 2025 წლის იანვრის თვის მონაცემებს. ამას გარდა, 10%-ით გაიზარდა ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება და თვეში ჯამურად 24,387 ფრენა დაფიქსირდა.
აეროპორტების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430,034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 138,028 მგზავრს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44,894 მგზავრს.
მთლიანობაში, 2025 წელი საკმაოდ რეკორდული იყო: საქართველოს აეროპორტები მოემსახურა ჯამურად 8,494,640 მგზავრს, განახორციელა 38,218 რეისი, ხოლო სატვირთო გადაზიდვებმა შეადგინა 38,578 ტონა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა.


ENG
GEO
RUS